რეზონანსი
10.10.2020

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰან ბაირამოვის განცხადებით, მოსკოვში, სომხურ მხარეთან საუბრის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, დროებითია და იმდენხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც „წითელ ჯვარს" დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად დასჭირდება.

როგორც ბაირამოვმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხანგრძლივობა არც ერთობლივ დოკუმენტშია ასახული.

„ძნელია, წინასწარ ითქვას რა დრო დასჭირდება "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესისთვის,"- აღნიშნა ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×