რეზონანსი
11.10.2020

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. თეა სისაური სოციალურ ქსელში "საბედისწერო ტურის" გაუხმარებელ დეტალებზე წერს და იმ ნიუანსებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო:

„2020 წლის 23 აგვისტოს დილის 5:00საათზე თბილისიდან გავიდა სამარშუტო მანქანა (თვითმხილველების თქმით, უძველესი მანქანა, ვიზუალურად ეტყობოდა გაუმართაობა. რატომ დასხდნენ ასეთ მანქანაში? - ალბათ, ტურის ჩაშლის შერცხვათ) შატილის მიმართულებით, სადაც 16-კაციან სამარშუტო ტაქსში იმყოფებოდა 20 ადამიანი. ტურის ხელმძღვანელი და დამგეგმავი გახლდათ treveler.ge, ანუ შალვა ბოლოთაშვილი, რომელმაც თანხა ჩაარიცხინა დავით სისაურს 280 ლარი პირად ანგარიშზე და არა ორგანიზაციის ანgარიშზე, რაც ძალიან გასაკვირია.

17 მგზავრი გარდაიცვალა, 3 გოგონა სასწაულებლივად გადაურჩა სიკვდილს. Traveler.ge-ის და მისი ხელმძღვანელის უპასუხისმგებლობის და უყურადღებობის გამო დავკარგეთ ახლობელი ადამიანები ზოგმა შვილი, დედა, და, ძმა, მამა, ნათესავი.

შალვა ბოლოთაშვილი დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას და საბედისწერო ტურებს გეგმავს, არც ერთი დღე არ შეუწყვეტია საქმიანობა და არც არავის აუკრძალავს. ველოდებით გამოძიებას, იმედს ვიტოვებ, რომ ზემოთ ხსენებულ კომპანია თავისი უპასუხებლობის გამო დაღუპული ამდენი ადამიანის და მათი ოჯახის წევრების წინაშე აგებს პასუხს. ტურის მგზავრებს არც მძღოლი მოუძებნიათ და არც მიკროავტობუსი ყველაფერი თქვენი დაგეგმილი იყო ბატონო შალვა!", - წერს თეა სისაური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×