მოსაზრება
30.04.2015

ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ითვლებოდა, რომ ნარჩენი არის ყველაფერი ის, რასაც თითოეული ჩვენთაგანი აღარ ვიყენებთ ყოფაცხოვრებაში, აღარ გვჭირდება, აღარ ვარგა გამოსაყენებლად და რასაც, უბრალოდ ვყრით ან ვიშორებთ თავიდან. აბსოლუტურად უსარგებლოდ ითვლებოდა ასევე, მრეწველობის სხვადასხვა დარგის, სამშენებლო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის ნარჩენები, რომლებიც იმავდროულად სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიებს მოითხოვდნენ განსათავსებლად და ეს ყველაფერი მოიხსენიებოდა ერთი სიტყვით - ნაგავი!!!

მაგრამ დრომ და ტექნოლოგიების განვითარებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთი რომელიმე ადამიანისათვის უსარგებლო ნივთი სხვისთვის შეიძლება საჭირო გამოდგეს, ხოლო მუნიციპალური, საწარმოო, სამშენებლო თუ სხვა სახის ნარჩენების უმრავლესობა შესაძლებელია გადამუშავდეს და სასარგებლოდ იქნას გამოყენებული.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, ვინაიდან წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა ნარჩენის სახით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს, ნიადაგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს მდგომარეობას. გარდა ამისა, გარკვეული პროცენტი წარმოადგენს სინთეზურ პროდუქციას, რომელთა დაშლასა და ბუნებრივ ციკლებში ჩართვას ასობით წელი სჭირდება, მაგ. ყველა ტიპის პლასტმასის ბოთლები, ცელოფანის პარკები, სხვადასხვა შესაფუთი მასალა, კონტეინერები და ა.შ.

ყოველწლიურად, მარტო ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით 2 მილიარდი ტონა ასეთი ტიპის ნარჩენი წარმოიქმნება და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ქვეყნები ამ პრობლემას ებრძვიან ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, დახარისხებით, გადამუშავებით (ხელახალი გამოყენებით) და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით. ეს ყველაფერი ერთიანდება "ნარჩენების მართვის" ცნებაში, რომელიც მოიცავს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას და განთავსებას. ასევე მონიტორინგს - მისი წარმოშობის "წყაროდან" საბოლოო განთავსების ადგილამდე.

ნარჩენების მართვა ეს არის ნარჩენების გონივრული გამოყენება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაქსიმალურად იყენებს ქვეყანა თავის ნარჩენებს, იმდენად გონიერ და მოტივირებულ საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. ანუ, ნარჩენების მართვა ეს არის რესურსების განახლებისა და ხელმეორედ გამოყენების განსაზღვრული პრაქტიკა, რომელიც კონცენტრირებულია ბუნებრივი რესურსების მოხმარების რაოდენობრიობის შემცირებაზე.

განსხვავებულია ნარჩენების მართვის პრაქტიკა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის, ურბანული და სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისათვის, ასევე საცხოვრებელი და ინდუსტრიული უბნებისათვის. დიდ დასახლებულ პუნქტებში არასახიფათო ნარჩენების მართვა ძირითადად ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების პრეროგატივაა, თუმცა კომერციული და ინდუსტრიული ნარჩენების "მოვლა-პატრონობა" ამ ნარჩენების მწარმოებლის პასუხისმგებლობაა.

ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომელიც ფართოდაა დანერგილი მთელს განვითარებულ მსოფლიოში, ეს არის ნარჩენების კონტროლისა და განთავსების მთელი რიგი მეთოდების ერთობლიობა.

ნარჩენების იერარქიის მოდელი შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: ნარჩენების შემცირება, მათი ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, ნარჩენის გარდაქმნა ენერგიად და განთავსება. ამათგან პირველი სამი 3კ-ის ინიციატივის სახელითაა ცნობილი (კუვგსუ- შემცირება, კუგთუ-ხელახალი გამოყენება, კუსნსდუ-რეციკლირება/გადამუშავება).რაცშეეხება ნარჩენის გარდაქმნას ენერგიად - უტუკპნ კუსწმუკკნ -ამდროს სპეციალური ტექნოლოგიების საშუალებით ნარჩენებიდან ღებულობენ ენერგიას, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა დანიშნულებით (გათბობა, განათება და ა.შ). იერარქიის მეხუთე კომპონენტი - ვშთზწთფდ - გულისხმობს ნარჩენების გამოუსადეგარი ნაწილის განთავსებას ნაგავსაყრელზე.

რა ხდება საქართველოში?!

საქართველოში იმ აქტუალურ და მწვავე პრობლემებს შორის რომელიც გარემოსდაცვით სფეროშია, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარჩენების მართვის პრობლემას. უნდა აღინიშნოს, რომ 24 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება. ქვეყანას არ გააჩნია ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე არ არსებობს ნარჩენების მართვის რეგიონული და ადგილობრივი გეგმები. 2014 წლის 26 იანვარს ძალაში შევიდა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული "ნარჩენების მართვის კოდექსი", რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აწესრიგებს ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს.

დიდ ქალაქებში მეტნაკლებად მოგვარებულია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელებზე, ამ მხრივ სოფლებში ისევ მძიმე მდგომარეობაა. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით მართალია ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის (მაგ. საკვების ნარჩენებს იყენებს შინაური პირუტყვის გამოსაკვებად, ნაკელს იყენებს სასუქად და ა.შ.) მაგრამ, იმ მცირედი ნარჩენის შესაბამის ტერიტორიაზე განთავსებაც კი მოუგვარებელია. ამიტომ, ეს ნარჩენი საბოლოოდ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად კი ღელეებში, ხევებში და მდინარეებში აღმოჩნდება და მცირე "უკონტროლო ნაგავსაყრელებს" წარმოქმნის.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სისტემის გაუმართაობა გამოწვეულია დაფინანსების სიმცირით და მომსახურების არასაკმარისი კომერციალიზმით. დაფინანსების წყაროს ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერები და მუნიციპალური დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს, ეს თანხა კი არ არის საკმარისი ყველა სოფლის მომსახურებისათვის.

რაც შეეხება თავად ნაგავსაყრელებს...

დღეისათვის საქართველოში მოქმედ ნაგავსაყრელებს მთლიანობაში უკავია 300 ჰექტარამდე მიწის ფართობი. ჩვენი მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 54 ლეგალური ნაგავსაყრელია და მათი რეორგანიზაციის შედეგად უნდა დარჩეს 15 ნაგავსაყრელი (თუმცა რა სახით მოხდება ნაგავსაყრელების დახურვა, დაკონსერვება და ახლის მშენებლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არ არის). ხშირად ნაგავსაყრელები დასაშვებ მანძილზე ახლოს მდებარეობენ დასახლებული პუნქტებიდან, მდინარეებიდან და ზღვის სანაპიროდან, რაც ქმნის ჰაერის, ნიადაგის, მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების დაბინძურების საშიშროებას.

გარდა ამისა, თითქმის ყოველ დასახლებულ პუნქტთან ფუნქციობს მცირე ზომის არალეგალური ნაგავსაყრელები, რომელთა უმრავლესობა მდინარეების პირასაა განთავსებული, რის გამოც წვიმებისა და წყალდიდობების დროს მდინარეებში ირეცხება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნარჩენი. რაც ბუნებრივია დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში ნაგავსაყრელებზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების უგულველყოფის გარდა (მიწის საიზოლაციო ფენა, წყალშემკრები თხრილები, საკონტროლო ჭები, ხანძრის თავიდან ასაცილებლად დასანოტივებელი ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემა და ა.შ), დარღვეულია უსაფრთხოების ყველაზე ელემენტარული მოთხოვნა - შემოღობვა, რის გამოც ტერიტორიაზე ადვილად შედიან და გადაადგილდებიან უცხო პირები და პირუტყვი (რომლებიც, ხშირ შემთხვევაში იკვებებიან სახიფათო ნარჩენებით). არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანები ნაგავსაყრელებზე თვითნებურად აგროვებენ მინისა და პლასტმასის ბოთლებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ლითონებს და ა.შ. ლითონების შეგროვებისას კი აღრიცხულია აფეთქების ფაქტები სავალალო შედეგებით.

მოსახლეობის როლი პრობლემის გადაჭრაში...

სახელმწიფოში ნებისმიერი პრობლემის დარეგულირება შეუძლებელია მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. კარგად ინფორმირებულ და დაინტერესებულ საზოგადოებას, შეუძლია ეფექტურად იმოქმედოს როგორც მოსახლეობის, ასევე სახელმწიფო მოხელეთა მენტალიტეტზე.

სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობის და მისი პროცესებში ჩართულობის გააქტიურების მიზნით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი ("საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი" და კავშირი მდგრადი განვითებისათვის "ეკოვიჟენი") 2010 წლიდან საქართველოში ახორციელებს პროექტს "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში."

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის დაწყებისთანავე მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო დაგეგმილ დასუფთავების აქციებში, უფრო მეტიც - ყოველ წელს მატულობს თვითორგანიზებული აქციების რიცხვი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობაში საგრძნობლად იმატა სუფთა გარემოში ცხოვრების მოთხოვნილებამ.

2010 წლიდან საქართველო ჩაერთო მსოფლიო დასუფთავების კამპანიაში და დატანილი იქნეა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.

პროექტის მიმდინარეობის პირველი და მეორე ფაზის (2010 -2015)მიმდინარეობის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით ჩატარდა:შეხვედრებიმუნიციპალიტეტებში, 900-მდე დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია,შეგროვდა4954,8 კუბური მეტრი ნარჩენი.გაკეთდაინტერაქტიული დაგეოინფორმაციული რუკები, სადაც აისახა:

- სტიქიურად დაბინძურებული ტერიტორიების ადგილმდებარეობა, რაოდენობა და მოცულობა (წითელი ფერი);

- პროექტის ფარგლებში დასუფთავებული ტერიტორიების ადგილმდებარეობა, რიცხოვნობა და გატანილი ნარჩენების მოცულობა;

- მოსახლეობის შეხვედრების ადგილი, თარიღი და მონაწილეთა რაოდენობა.

გამოიცა ინფორმაციული მასალები, სპეციალური ჟურნალები, დამზადდა სარეკლამო კლიპები და ა.შ.

პროექტის მიმდინარეობისას მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოს მოსახლეობის მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში,ნარჩენების მართვის პროცესის მოწესრიგებაში, მაგრამ საზოგადოების ძალისხმევა არ არის საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად. აუცილებელია ამსაკითხის საკანონმდებლოუზრუნველყოფა, ვინაიდან ნარჩენების მართვის ძირითადი პრინციპების ცხოვრებაში გატარება შეუძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე.

განვითარებული ქვეყნების მაგალითმა დაგვანახა, რომ ამის განხორციელება შესაძლებელია. მათი გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი ტექნოლოგიების ჩვენს ქვეყანაში დანერგვა და ერთობლივი ღონისძიებების გატარება კი შესაძლებელს გახდის ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×