მოსაზრება
27.06.2015

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

"რევოლუციური" საქართველო კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტში აღმოჩნდა. ის, რომ ამომრჩეველთა ზუსტი რიცხვი დღემდე ვერ დაგვიდგენია და ე.წ. მკდარი სულებით არის სავსე, ყველამ იცის. ისიც ფაქტია, საყოველთაოდ აღიარებული "სამართლიანი კონკურენციის პრინციპის" დაცვით, ვერც არჩევნებს ვატარებთ და ვერც კონკურსებს. ამასთან, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმებიც არ გაგვაჩნია და "სამართლინობის აღდგენაშიც" სერიოზულად მოვიკოჭლებთ.

როგორც ჩანს, ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთებიც ვერ გაგვიყიდია უპრობლემოდ და, ისეთი პირი უჩანს, რომ, როგორც უნდა შეთანხმდნენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკმაყოფილო ბევრი დარჩება და ბილეთების დიდი ნაწილი ე. წ. გადამყიდველების ხელში აღმოჩნდება. მითუმეტეს, რომ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბილეთების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზებულია.

ფაქტია, უსამართლობა იქნება, ბილეთები არ შეხვდეს იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ორგანიზატორთა კორუფციული ზრახვების, "ტრადიციული" უპასუხისმგებლობისა, თუ უნებლიე შეცდომების გამო რამდენიმე დღე კომპიუტერების მონიტორებთან თვალმოუხუჭავად გაატარეს. მათი პროტესტი სრულიად სამართლიანი იქნება და მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებითაც გაშუქდება (ისევე, როგორც ბილეთების უცხოელებზე გადაყიდვის ფაქტები), რაც კიდევ უფრო შეულახავს "იმიჯს" ისედაც რეპუტაციაშელახულ ქვეყანას.

იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც ფეხბურთის გულშემატკივარი გახლავართ და, როგორც დანარჩენი მოქალაქეების, ასევე ჩემი "ურყევი ნებაა," საქართველო სამართლებრივ სახელმიფოდ ჩამოყალიბდეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა ფეხბურთის მესვეურებს და მოყვარულებს შევთავაზო ბილეთების განაწილების მექანიზმი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს თაღლითური და კორუფციული გარიგებების შესაძლებლობას (რაც, სამწუხაროდ, ფეხბურთის სფეროში უცხო არ არის).

კერძოდ, ბილეთების გამავრცელებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბილეთების შეძენის ყველა მსურველის რეგისტრაცია, რისთვისაც, ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა გამოყოს გონივრული დრო (მაგ. 6, 12 ან 24 საათი). ამის შემდეგ საჯაროდ ან საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა მოხდეს გამოყოფილი ბილეთების ელეტრონული წესით განაწილება ლატარიის ("შემთხვევითი რიცხვების") პრინციპით (ისევე, როგორც ხდება ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ე.წ. ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ან განმცხადებლების მიერ აშშ-ში ბინადრობის უფლების ("გრინ ქარდის" მოპოება).

ამასთან, გონივრულად მიმაჩნია პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით რეგისტრირებულ თითოეულ პირზე გაიცეს მოლოდ ერთი ბილეთი, რაც მართალია, გამოიწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას, მაგრამ მაქსიმალურად გამორიცხავს ბილეთების ე.წ. გადამყიდველთა ხელში მოხვედრას.

ცხადია, სხვამ "სამართლიანობის აღდგენის" უფრო გონივრული გზა შეიძლება შემოგვთავაზოს, მაგრან ერთში ვარ დარმწუნებული, თუ საზოგადოება არ გააქტიურდა და ფეხბურთის მესვეურების ქმედებები არ გააკონტროლა, ევროკავშირში კი არა, შეიძლება ევრაზიულშიც აღარავინ მიგვიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×