პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს. "ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის შეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ", - განაცხადა პრემიერმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
უნდა დაბრუნდეს თუ არა დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენელბს მიმართა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): ფიქრობ, დავით აღმაშენებლის ძეგლი ძველ ადგილას უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება იდეას ძეგლის მარჯანიშვილზე გადმოტანაზე, ძალიან ნორმალური იდეა იყო, ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის დროს. თუ ისევ "ივერიის" წინ დადგმას აპირებდნენ, დადგან, მაგრამ თუ მის დადგმას მარჯანიშვილზე გადაწყვეტენ, ძალიან გამიხარდება. ვიღაცების ხუშტურებით მეფის ასე გადატან-გადმოტანა არ შეიძლება.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ოგადად ძალიან უხერხულია, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და ამ დროს ასეთ თემებზე მსჯელობენ. ვფიქრობ, ეს ამ სახელისუფლებო გუნდს უქმნის პრობლემას. აქედან გამომდინარე, ძალიან არასერიოზულად გამოიყურებიან არსებული პრობლემების და მათი მოგვარების არარსებობის პირობებში.
მეორე მხრივ, გამოითქვა მოსაზრება, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში იქნას გადმოტანილი. თუ მაინცდამაინც გადატანა უნდათ, ამ იდეას ყველაზე მეტად ვემხრობი.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მე დავით ნარმანიას მრჩეველთა საბჭოს წევრი გახლავართ. ჩემთან ერთად ხელოვნების, მწერლების, ლიტერატურის, არქიტექტურის, მუსიკის წარმომადგენელბი არიან. ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი აუცილებელად უნდა იყოს თავის ადგილზე დაბრუნებული. ახლა სადაც დგას, იმ ადგილს არ უხდება.
ძეგლისთვის უსახური და მიუღებელი ადგილია, ამიტომ აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი ქალაქში იქნას გადმოტანილი ვრცელ ადგილას, როგორც საქართველოს უპირველეს და დიდი მეფეს შეეფერება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე