იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. როგორც ცნობილია, პროკურორებმა მათთვის დნმ-ის ანალიზის აღება მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხეს, რადგანაც რამოდენიმე დღის წინ მათ ცააძემ და ფირცხალავამ, უნდობლობის მოტივით, დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განუცხადეს.
ფირცხალავასა და ცააძის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, პროკურატურამ მათ გააცნო სასამართლო განჩინება, სადაც გამოძიება დნმ-ის ნიმუშის აღების მოტივად იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას მეორე უცნობი დნმ-ის ნიმუშს ასახელებს. ველიჯანაშვილის განცახდებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა საქმის ვითარების გაცნობის შემდეგ დნმ-ის ანალიზის გაკეთებაზე თანხმობა განაცხადეს.
"ფირცხალავასაც და ცააძეს პროკურორებთან ძალინ ბევრი კითხვა ჰქონდათ, მაგრამ პასუხს არავინ არაფერზე არ გვცემს. მხოლოდ ის აგვიხსნეს, მათი დნმ-ის ნიმუშები რასთან შესადარებლად სჭირდებათ. როგორც პროკურორებმა განგვიმარტეს, საუბარია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას აღმოჩენილ მეორე დნმ-ის ნიმუშზე, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია.
"რა თქმა უნდა, ფირცხალავასც და ცააძესაც აქვთ კითხვები, თუ ერთი წლის განმავლობაში რატომ არ მოხდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარება. მითუმეტეს, როდესაც ვაზაგაშვილის გარდაცვალებისთანავე მთავარ ეჭვმიტანილად ფირცხალავა დასახელდა.
"გია სოსოანაშვილი ამ საქმეში ჯერ ნახსენებიც არ იყო. თუკი მისგან აიღეს დნმ-ის ნიმუში, მასთან ერთად ირაკლი ფირცხალავას რატომ არ აუღეს? ახალა რასაც გვეუბნებიან, ვფიქრობ, რომ დნმ-ის გაყალბების შანსი მინიმალურამდეა, რადგანაც ეს დასკვნა თუ ახლაა გაცემული და არა მანამდე, მაშინ მის გაყალბებას ვერ შეძლებენ.
"არ ვიცი გამოძიებაში არსებობს თუ არა სხვა რაიმე ახალი გარემოება. ჩვენ გამოძიების მასალებს არავინ არ გვანახებს", - აცხადებს ველიჯანაშვილი.
ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ფირცხალავა აცახდებს, რომ ფირცხალავა გამოძიებისთვის ახალი საეჭვო პირი არა არის და ერთი წლის განმავლობაში იური ვაზაგაშვილის საქმეზე დნმ-ის ნიმუშის აღება გამოძიებას შეეძლო.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პროკურატურას ამ ხნის განმავლობაში ცააძისა და ფირცხალავას დნმ-ის ნიმუშები არალეგალურად უკვე მოპოვებული ჰქონდეს და ახლა მისი გაყალბება მოახერხონ. ფირცხალავას მეუღლის თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებისთანავე ხელი მისი მეუღლისკენ გაიშვირს და ის ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყო, თუმცა მისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარება არავის მონდომებია.
"იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების დღესვე ირაკლი ფირცხალავა გამოძიებისთვის მთავარი ეჭვმიტანილი იყო. მაშინვე რატომ არ მოხდა მისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარება? ერთი წელია უკვე რაც შემთხვევის ადგილას მეორე დნმ-ის ნიმუშია ამოღებული, რომლის ვინაობაც აქამდე ვერ დაადგინეს. ხომ შეეძლოთ ამდენი ხნის განმავლობაში ამის გადამოწმება?
"ციხის საკანიდან, სადაც ფირცხალავა და ცააძე იმყოფებიან, იქიდან ყოველდღე ძალიან ბევრი ნაგავი გააქვთ. ამიტომ მათი დნმ-ის ნიმუშების მოპოვება სულ თავისუფლად შეუძლიათ. აქედან გამომდინარე ეჭვი გვაქვს, რომ პროკურატურა ამ ნიმუშებს გააყალბებს.
"თავად პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ ფირცხალავას ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ამიტომაც ახალა ამ მეთოდით ცდილობენ მისთვის ამ საქმის მიწერებას. გია სოსოანაშვილზეც მიმდინარეობდა სერიოზული ზეწოლა, რომ მას თანამზრახველად ირაკლი ფირცხალავა დაესახელებინა", - აცხადებს ნინო ფირცხალავა.
გიორგი ცააძის და ირმა ცააძე ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს მისი ძმა საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. შესაბამისად, მისთვის დნმ-ის ანალიზის გაკეთება სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნია.
მისი თქმით, ძალიან საეჭვოა რატომ არ მოხდა თავად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის დნმ-ის ნიმუშის აღება, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი მეორე დნმ თავად გარდაცვლილს ეკუთვნის.
"საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ იური ვაზაგაშვილმა, შვილის სასაფლაოზე ხელყუმბარა თავად დადო, რათა მისი მკვლელობის ინსცენირება გაეთამაშებინა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. არ ვიცი, პროკურატურას აქვს თუ არა იური ვაზაგაშვილისგან დნმ-ის ნიმუში აღებული.
"კორტების საქმე არის არასამართლებრივი, არამედ პოლიტიზირებული საქმე, რომელსაც ვერ ხსნიდნენ და ამიტომ იური ვაზაგაშვილმა გადაწყვიტა, თავად ჩარეულიყო - გაეთამაშა სცენა, რადგანაც ამ საქმეს ხელს ფაქტიურად არავინ არ კიდებდა.
"სასაფლაოს დამლაგებელი 47 წლის ქალბატონი, რომელიც პროკურატურის ვერსიას სრულიად თავდაყირა აყენებდა და ამ დღეებში გარდაიცვალა, ამბობდა, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე სასაფლაო დეტალურად დაალაგა და იქ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. იქ თუ ბომბი უკვე იყო, მაშინ თავად ეს ქალიც ხომ აფეთქდებოდა? ამიტომაც ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი გვიჩნდება", - ამბობს ირმა ცააძე.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძისთვის პროკურატურას, დნმ-ის ანალიზის ჩატარება შესაძლოა გამოძიებაში რაიმე ახალი გარემოების არსებობის გამო გადაეწყვიტა.
მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, სადაც პროკურატურა ცდილობს მისი მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დადგენას. ასევე პროკურატურა ეძებს შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი მეორე უცნობი დნმ-ის პატრონს. თუმცა, მისთვის უცნობია, ამ ნიმუშის შესადარებლად სჭირდება თუ არა გამოძიებას აღნიშნული პირების დნმ.
რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახების ვარაუდს, რომ შესაძლოა მეორე დნმ-ის ნიმუში თავად იური ვაზაგაშვილის იყოს, ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილ ვაზაგაშვილს ყველა საჭირო ექსპერტიზა და ანალიზი ჩაუტარა. შესაბამისად, ოჯახის ვარაუდს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
"გამოძიება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშის აღებით ერთი წლის შემდეგ იმიტომ დაინტერესდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო გამოძიება მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დასადგენად.
"ასევე რადგანაც არსებობს კიდევ მეორე დნმ-ის უცნობი ნიმუში, გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა ამ ადამიანების დნმ-ის ნიმუშების აღება. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით ნამდვილად ამ ნიმუშის შესადარებლად სჭირდებათ, თუ სხვა რაიმე ახალი გარემოება არსებობს.
"რადგანაც გამოძიება ითხოვს ამ ადამიანებისგან მსგავსი ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, მათ შესადარებელი ნიმუში აქვთ. თუნდაც ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მეორე ან სხვა ნიმუში, რომელიც გამოძიებას შესაძლოა აქვს დადგინდეს, რომ ფირცხალავასა და ცააძეს არ ეკუთვნის და ძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს.
"რაც შეეხება ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის განცხადებას, თავად იური ვაზაგაშვილს თუ რატომ არ ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი, მინდა გითხრათ, რომ გარდაცვლილის მიმართ ჩატარდა ყველა ის სამედიცინო პროცედურა, რაც საგამოძიებო მოქმედებებისთვის საჭირო იყო. თუმცა, ეს არანაირ კავშირში არ არის ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშების აღებასთან, რადგანაც ეს საგამოძიებო ორგანოს გამოძიების სრულყოფილი ჩატარებისთვის სჭირდება", - აცახდებს გაგი მოსიაშვილი.
იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი ამბობს, რომ მისი ძმის მკვლელობიდან პირველივე დღეს ეჭვი იარკლი ფირცხალავაზე ჰქონდა, რადგანაც ის იურის შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში მთავარი დამნაშავე იყო და მისი მოკვლის ყველაზე მეტი მოტივაცია ჰქონდა.
მანანა ვაზაგაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცახლავასა და გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშები შემთხვევის ადგილას, გია სოსანაშვილის ნიმუშის გარდა კიდევ მეორე აღმოჩენილ, ნიმუშს უნდა შეადარონ, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია. თუმცა, ვაზაგაშვილი გაკვირვებას გამოთქვამს, ერთი წლის განმავლობაში თუ რატომ არ მოხდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება.
"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემი ძმის მკვლელობის საქმე გაიყო და გია სოსოანაშვილის შემდეგ გამოძიებამ იურის მკვლელობის შემკვეთის დადგენის მიზნით ახალი გამოძიება დაიწყო. იურის მკვლელობის ადგილას კიდევ ერთ დნმ-ის ნიმუში ამოვიდა, რომლის ვინაობის დასაგენადაც პროკურატურამ გადაწყვიტა ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუში აიღოს და დაადგინოს ამ ადამიანებს ეკუთვნის თუ არა.
"ჩემი აზრით, თუკი ეს ხალხი იურის მკვლელობაში გარეულები არ არიან, საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში დაინტერესებულები თავადაც უნდა იყვნენ. ამიტომ მიკვრს უარს რატომ ამბობენ. გამოძიებამ მსგავსი სახის დნმ-ის ანალიზი ფაქტობრივად სოფელ ყარაფილას ყველა მაცხოვრებელს ჩაუატარა და არც ერთის არ დაემთხვა. ძალიან მიკვირს, პროკურატურამ ფირცხალავას ამდენ ხანს დნმ-ის ანალიზი რატომ არ ჩაუტარა?", - აცხადებს მანანა ვაზაგაშვილი.