ელზა პაპოშვილი
17.02.2016

 დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძმებ ზურა და გია ბერიშვილებს 5-მა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ერთი ძმა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე მსუბუქად დაიჭრა.

თადამსხმელებმა სროლის შემდეგ მიმალვა სცადეს, თუმცა პოლიციამ 2 მათგანის დაკავება შეძლო. სამმა ეჭვმიტანილმა კი თავი დიღმის ტყეს შეაფარა.

შინაგან საქმეთა სამინიტროში აცახდებენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ინფრომაციით, სავარაუდოდ თავდასხმა ძმების ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება.ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი "რეზონანსთან" საუბარში ჰყვება, რომ გუშინ იქ 5 მამაკაცი მივიდა და ძმები ბერიშვილები იკითხა. ამის შემდეგ, მათ ერთ-ერთმა ძმამ გამოხედა და შენობაში შეიყვანა. თვითმხილველის ინფორმაციით, ძმები აღნიშნულ პირებს ელოდებოდნენ და მათი მისვლა არ გაკვირვებიათ.

თანამშრომლის განცახდებით, შესვლიდან ცოტა ხნის შემდეგ მას ხმამაღალი საუბარი და გინება შემოესმა, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა. შემდეგ კი შენობიდან გამოქცეული პირები დაინახა, რომლებიც დიღმის ტყის მიმართულებით გარბოდნენ. გაქცეულები გზაზე მიმავალმა პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და დაედევნენ.

 "ბენზინგასამართ სადგურზე ხუთი ადამიანი მოვიდა და მკითხეს, ძმები აქ არიანო? მე ვუპასუხე, რომ კი, ახლახან მოვიდნენ და თუ საქმე გაქვთ, დავუძახებ-მეთქი. თუმცა ერთ-ერთმა ძმამ დაინახა და გარეთ თავად გამოეგება. უთხრა, მოდით, გელოდებოდითო.

"ჩვეულებრივად, მშვიდად შევიდნენ. თავიდან წყნარად საუბრობდნენ. 20 წუთში ყვირილისა და გინების ხმა გავიგონე. ერთ-ერთი ძმა ყვიროდა, რას შვრებით, ხომ არ გაგიჟდითო. ყვირილს გასროლის ხმა მოჰყვა, ასე 6-ჯერ ისროლეს. შემდეგ დავინახე, რომ ხუთივე მათგანი გარეთ გამოვარდა და დიღმის ტყისკენ გაიქცა. ჩვენ ვერც კი მივხვდით, რა მოხდა. ამ დროს პატრულის სირენის ხმა შემოგვესმა, გასროლის ხმა გაუგონიათ და გაქცეულებს დაედევნენ. ორ მათგანს, რომლებიც ბოლოს მირბოდნენ, დაეწივნენ და დააკავეს, სამმა კი ტყეში შეასწრო. სულ ორი პოლიციელი იყო და ამიტომ მეტის დაკავება ვერ შეძლეს. ძალიან მაგარი ბიჭები იყვნენ, რეაგირება სწრაფად მოახდინეს.

"როგორც ამბობენ, საქმე ბიზნესს უკავშირდება. სავარაუდოდ ეს ხუთი პირი ძმებს რაღაც წილებზე ედავებოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა," - აცახდებს ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.

 კრიმინალური ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი, მაღაზიის გამყიდველი ვენერა ციხელაშვილიც ჰყვება, რომ ბენზინგასამართი სადგურიდან 6 გასროლის ხმა გაიგონა. სროლის ხმაზე გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ 5 ადამიანი გარბოდა, რომელთაც პატრულის ეკიპაჟი დაედევნა. შემდეგ ბენზინგასამართი სადგურისკენ გაქცეული ხალხი დაინახა, რომლებიც ყვიროდნენ, რომ სასწრაფო გამოეძახათ, რადგანაც 2 კაცი იყო დაჭრილი.

"მაღაზიაში ვიყავი, როდესაც სროლის ხმა გავიგონე. შემდეგ დავინახე, რომ ხუთი მამაკაცი დიღმის ტყის მიმართულებით გარბოდა. კრიმინალურ კინოებში რომ გვინახავს განგსტერები, სწორედ ასეთი სურათი იყო. შემდეგ დავინახე, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალმა პატრულის ეკიპაჟმა მანქანა მოაბრუნა და დაედევნა.

"სროლის ხმა გაუგონიათ და გაქცეული პირები საეჭვოდ მიიჩნია. ძალიან იყოჩაღეს. კიდევ კარგი, რომ მათაც ცეცხლი არ გაუხსნეს, პირდაპირ თავი გაწირეს. შემდეგ გავიგეთ, რომ ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე ძმებისთვის უსვრიათ. ერთი დაჭრილა, მეორე კი ადგილზევე დაიღუპა. არ ვიცი, საოცრებაა, დღისით ასეთი რამ კამერების წინ როგორ გაბედეს! ნამდვილად თავზე ხელაღებული ხალხი იყო," - აცახდებს თვითმხილველი ციხელაშვილი.

ერთ-ერთ დაჭრილ ძმას, ქირურგიის ინსტიტუტში ოპერაცია ჩაუტარდა, მედიკოსების განცახდებით მისი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადარჩენილი ძმა გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი დაკითხვაც მოხდა.

 შემთხვევის ადგილზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი რეზო ნადოიც იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან დაადასტურა, რომ სისხლიანი გარჩევა კერძო დაპირისპირების ფონზე მოხდა და დანაშაულში მონაწილე 2 პირის დაკავება ადგილზევე მოხერხდა. ხოლო დანარჩენი სამი პირის, რომელთა ვინაობაც დადგენილია, დასაკავებლად ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×