ლიკა ამირაშვილი
24.02.2016

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას "პირდაპირ დევნად" აფასებს და აღნიშნულს იმ საჯარო განცხადებებს უკავშირებს, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პოზიციის წერილობით დაფიქსირების საშუალებაც კი არ მისცა.

ის ახლა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

საპარლამენტო უმცირესობა მომხდარს საბჭოს მხრიდან ახვლედიანის მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრისთვის დევნასა და პოლიტიკური ნიშნით გარჩევაზე საუბრობენ.

როგორ ფიქრობთ, იკვეთება თუ არ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაში პოლიტიკური ინტერესი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): მამუკა ახვლედიანის საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება, ამას მხოლოდ ეს პასუხი შეიძლება გაეცეს.

 

 

 

 

 გიგი თევზაძე  (სოციოლოგი): ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს ვერ ვხედავ, მაგრამ კერძო ინტერესი რომ იკვეთება, ეს ცხადია.

 

 

 

 

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): არ მგონია, რომ ახვლედიანის საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ხელისუფლებისთვის საარჩევნო წელია და არ მგონია, რაიმე პროცესში ჩაერიოს.

 

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ერთი შეხედვით პოლიტიკური ინტერესი არ იკვეთება. პირველ რიგში გასარკვევია, მისი გათავისუფლება რამდენად სამართლებრივი იყო. ერთი შეხედვით, აზრი ორად არის გაყოფილი. საბჭოს თავისი მოსაზრება აქვს, ბატონ მამუკას კი თავისი. ნორმა, რომელიც გამოყენებული იქნა, ნამდვილად არსებობს. ვფიქრობ, კანონშია ხარვეზი, იმიტომ, რომ ნორმა კი არსებობს, მაგრამ რაიმე ზედმეტი პროცედურებისა და მექანიზმების შესახებ სხვა არანაირ დათქმას ეს კანონი არ შეიცავს. ამიტომ ორივე მხარე ზედმეტად რომ არ დავაზარალოთ, სჯობს, დაველოდოთ მამუკა ახვლედიანის შემდეგ ნაბიჯს და ზემდგომი ინსტანცია რა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×