რეზონანსი
05.03.2016

 სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" FabLab-ბიზნესინკუბატორები -FabLab GTU და FabLab TSU,FabLab-ების საერთაშორისო გაერთიანების http://www.fabfoundation.org/fab-labs/ წევრები ხდებიან.

Fabfoundation არის fablab-ების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. გაერთიანებაში გაწევრიანებულია 40 ქვეყნის 200-მდე ლაბორატორია.

Fabfoundationუზრუნველყოფს და მხარს უჭერს საერთაშორისო FabLab-ების ერთ ქსელში გაერთიანებას, რომლის მიზანია ლაბორატორიების წევრებისთვის საჭირო ცოდნის მიცემა (ტრენინგების საშუალებით) და ლაბორატორიების სერვისების გაუმჯობესება.

FabLab GTU და FabLab TSU „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ 2015 წლის შემოდგომა-ზამთარში გაიხსნა. ლაბორატორიები აღჭურვილია სხვადასხვა 3D პრინტერებითა და სკანერებით, რომლებით სარგებლობა მსურველს აპლიკაციის https://www.surveymonkey.com/r/LJ2J3DC  შევსების შემდეგ სრულიად უფასოდ შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×