რეზონანსი
10.03.2016

 9 მარტს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგ-ცენტრში გაიმართა შეხვედრა დედაქალაქის ათივე რაიონული გამგეობის აპარატის უფროსისა და ფონდის პროფესიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საჯარო მოხელეთათვის 2016 წლის ტრენინგების მონაწილეთა შერჩევა. აპარატის უფროსებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ თითოეული სილაბუსის შინაარსის და ხანგრძლივობის შესახებ. მათი მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა, უზრუნველყონ ტრენინგებში მონაწილეთა მაღალი ჩართულობა და ინფორმაციის ოპტიმალურ დროში გაცვლა.

ტგფ-ს 2016 წელს თვითმმართველობის მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარება ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებში აქვს დაგეგმილი:

1. პროექტების ინიცირება და მართვა;

2. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა;

3. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რისკების შეფასება;

4. ეფექტური პრეზენტაცია;

5. კონფლიქტის და სტრესის მართვა;

6. ლიდერობა და გუნდის მშენებლობა;

7. ლიდერობა და გუნდის მუშაობა;

8. საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება;

9. ეფექტური მომსახურება (სერვის პლუსი);

10. საზოგადოებასთან ურთიერთობა და სოციალური მედია;

11. ინგლისური ენის კურსები;

12. კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი - GIS აპლიკაციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×