რეზონანსი
16.03.2016

 14 მარტს, სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ტრენინგცენტრში დაიწყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების და საკრებულოს აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის განხორციელება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2015 წლის 29 დეკემბერს

განკარგულება N491-ით დამტკიცებული იქნა მოხელეთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა, დარგობრივი მოდულების, ტრენინგებში მოხელეთა ჩართულობის და ბიუჯეტის შესახებ.

„ტექნოლოგიური განვითრების ფონდის" მიერ გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელდა ტრენინგ-საჭიროებათა კვლევა მერიის ყველა უწყებაში. გამოკითხული იქნა 2000-ზე მეტი მოხელე გამგეობიდან, მერიის ადმინისტრაციიდან, სამსახურებიდან და საკრებულოდან. სწორედ ეს კვლევა არის მოხელეთა გადამზადების გეგმის საფუძველი.

ფონდის მიერ მომზადდა მოდულების შესაბამისი სილაბუსები, ტექნიკური დავალება და განხორციელდა ბაზრის კვლევა, მაღალი ხარისხის მომსახურების შესყიდვის და საუკეთესო პროვაიდერების გამოვლენის მიზნით. სატრენინგო მომსახურების მოწოდების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ბიზნეს-ტრენინგ ცენტრმა "Be Mark".

14 და 15 მარტს ფონდის ტრენინგ ცენტრში მიმდინარეობდა ტრენინგები მოდულებში "ეფექტური მომსახურება (სერვის პლუსი)" და "პროექტების ინიცირება და მართვა". ტრენინგებს ატარებენ "Be Mark"ის ტრენერები ირინა ფრუიძე და ლია (ხათუნა) სანიკიძე.

კვირის განმავლობაში ასევე გაგრძელდება კიდევ 4 ნაკადისთვის ტრენინგების მომსახურების მიწოდება იგივე მოდულებში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×