რეზონანსი
19.03.2016

 სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიმდინარე პროექტის „ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის" ფარგლებში, 16-17 მარტს გასვლითი ტრენინგები თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო კომპლექს „სავანეთში" გაიმართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხუთი გამგეობის - გლდანი, ნაძალადევი, დიდუბე, ისანი, სამგორი - გამგებლის მოადგილეებს, აპარატის და განყოფილებათა უფროსებს მოდულში "ლიდერობა და გუნდის მშენებლობა" ორდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგს ამჯერადაც ბიზნეს ტრენინგცენტრის "BeMark" ტრენერები მაია რაზმაძე და ლელა ხუნდაძე ატარებდნენ.

გამგეობების მეორე ხუთეულის მენეჯმენტის რგოლისთვის აღნიშნული ტრენინგი მომდევნო კვირაში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×