რეზონანსი
23.03.2016

 სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში ჩატარდა პროექტის "თბილისის მერიის მოხელეებისთვის კომპიუტერისა და ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის სწავლება" მოდულის "GIS ArcMap, ArcCatalog, ArcReader-აპლიკაციები" მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება.

ტრენინგ-საჭიროებათა კვლევის და მოხელეთა 2016 წლის ტრენინგების გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს სულ მცირე 130 მოხელემ უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში. სსიპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად შემუშავდა ტრენინგმოდულის სილაბუსი, გამოცხადდა ტენდერი, რომლის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის 70 მოხელე აიმაღლებს კვალიფიკაციას პროგრამაში "GIS ArcMap, ArcCatalog, ArcReader".

ტრენინგებს გაუძღვება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ წარდგენილი ტრენერი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ლაოშვილი.

ტესტირების მთავარ მიზანს წარმოადგენს ჯგუფების დაკომპლექტება მსმენელთა ცოდნის დონის მიხედვით. პირველი ტური 30-მა მოხელემ გაიარა. ისინი უკვე განაწილებული არიან ჯგუფებში და პირველი ჯგუფის მსმენელებისთვის ტრენინგი 23 მარტს დაიწყება.

ასევე, უახლოეს მომავალში შედგება ტესტირების შემდეგი ეტაპები, რომლის მონაწილეები ტრენინგებს წლის ბოლომდე გაივლიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×