რეზონანსი
06.04.2016

 პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 6 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობების მე-2 ევროპულ კონგრესი დასრულდება. დედაქალაქის დელეგაციას, რომელშიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული კონგრესი მის ორგანიზატორებს ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან ევროპის რეგიონულ მმართველობათა ეფექტური კავშირისთვის აქვთ წარმოდგენილი. მისი მთავარი მესიჯია: ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს - ხალხი, თანამშრომლობა, ინოვაციები.

კონგრესის პროგრამა 7 თემატურ განყოფილებაში გაერთიანებულ 50-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს. აქ მიმდინარეობს დისკუსიები, ლექცია-სემინარები, პრეზენტაციები და მიღებები.

6 აპრილს, კონგრესზე თბილისის მრავალმხრივი ეკონომიკური მაჩვენებლებით წარდგენას სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" უფროსი კახაბერ გვანცელაძე გააკეთებს. მასთან ერთად ღონისძიებაზე მერიას წარმოადგენენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ავთანდილ აბაშიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×