ექსპერტები ხელისუფლებას რჩევას აძლევენ, თუ რა უნდა დაუპირისპიროს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგად გაჩენილ ახალ ანტიდასავლურ არგუმენტებს
ეკატერინე ბასილაია
(25.06.2016)

ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე - რეფერენდუმის ამ შედეგმა ნეგატიური გავლენა და გამოწვევა შესაძლოა, საქართველოშიც ჰპოვოს. ერთი მხრივ, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთის დისკრედიტაციისთვის ახალი არგუმენტი შეემატათ იმის სათქმელად, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირს თვით უძველესი და უდიდესი ინგლისიც უარს ეუბნება, საქართველოც უნდა დაფიქრდეს, მეორე მხრივ კი, პროდასავლურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ ამომრჩევლის სწორად ინფორმირება იმაზე, რომ საქართველოსა და ბრიტანეთის შედარება უადგილოა, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის გარეშე მხოლოდ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისა და ამით თავისუფლების დაკარგვის პერსპექტივა აქვს.პოლიტოლოგების თქმით, ეს რეფერენდუმი რომ პრორუსულად განწყობილი პარტიებისათვის ახალი დამატებითი მესიჯი და არგუმენტი იქნება მათი ანტიდასავლურობის პოზიციის გასამტკიცებლად, ამას დიდი პროგნოზი არ სჭირდება, ეს ისედაც ნათელია. ამიტომაც ახლა მთავარია სწორი, არგუმენტირებული პასუხები სჭირდება უპირველესად ხელისუფლების და მედიის მხრიდან.

ძვირფასო მკითხველო,

ეს სტატია ხელმისაწვდომოა მხოლოდ ხელმომწერთათვის. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

თუ ჯერ არ გაგაჩნიათ აქტიური ხელმოწერა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან/და გაიაროთ ავტორიზაცია და გააფორმოთ ხელმოწერა.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ხელმოწერის პროცესი, შეამოწმოთ ბალანსი, ასევე მოახდინოთ პერსონალური ინფორმაციის კორექტირება.

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×