ტერორისტების სამიზნე უკვე აღარავინ იცის, რომელი ქვეყანა შეიძლება გახდეს. ბოლო პერიოდში ევროპაში მომხდარმა ტერაქტებმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტერაქტების ძირითადი ორგანიზატორი კი "ისლამური სახელმწიფოა".
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს აფეთქება ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში მოხდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 34 ადამიანი.
28 ივნისს ათათურქის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტს 50-მდე ადამინის სიცოცხლე შეეწირა, 230-ამდე ადამიანი კი დაშავდა.
ასევე, 7 ივლისს ნიცაში განხორციელებულმა ტერქატმა 90-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს იმ ტერაქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2016 წელს მოხდა. როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე საქართველოში ტერორიზმის საფრთხის აშკარა ნიშნები არ არსებობს. ტერაქტებს სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, საქართველოს კი, ამ კუთხით ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.
გრძნობთ თუ არა საქართველოში ტერაქტებისგან თავს დაცულად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მე ვფიქრობ ჩვენ ტერაქტები უნდა აგვცდეს, რადგან არასდროს არც ერთ ეროვნებასა და სარწმუნოებას აუგად არ მოვქეულვალთ. ერთადერთი, რაც მაშინებს, ავღანეთსა და ერაყში ჩვენი სამხედროების ყოფნაა.
თუმცა, თავადაც უნდა მიხვდნენ, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ და ამიტომ მგონია, რომ ჩვენთან ტერაქტების საშიშროება არ იქნება.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): როგორ გითხრათ, შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა. რომელ განვითარებულ ქვეყანაში არიან დაზღვეული ტერაქტისგან?! იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენთან მსგავსი რამ არ მოხდება.
ნატო გელაშივილი (მუსიკოსი): არ ვგრძნობ თავს დაცულად, რადგან კაცმა არ იცის, რა მოხდება. არც საქართველოა გამონაკლისი, ყოველ შემთხვევაში, რომ გითხრათ, თავიდან ბოლომდე დაცული ვარ და თავს აბსულუტურად დაცულად ვგრძნობ-მეთქი, არა. საშიშროების გრძნობა ნამდვილად გამიჩნდა.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): ადამიანი თავს დაცუილად არასდროს არ გრძნობს. როგორ გითხრათ, მე ჩვენი ხალხის მჯერა. ჩვენ არ ვართ ისეთი პიროვნებები, რომ ვიღაცამ ტერაქტი გაგვიბედოს.
სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, გარდა ამისა, არც არავის ტერიტორია არ გვაქვს და არც პოლიტიკურ ვითარებას არ ვაკონტროლებთ, ამის გამო უფრო მეტი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ტერაქტი არ მოხდება.
თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): მგონია, რომ არაფერი არ მოხდება, თუმცა შიშის გრძნობა მაინც მაქვს. ხვალ და ზეგ რომელ ქვეყანაში, სად განვითარდება ტრაგედია, არ ვიცით. ამისგან დაცული არავინ არ არის და მე როგორ ვიგრძნო თავი დაცულად?!
თუნდაც საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავის შეკავება ავიღოთ, ესეც გარკვეული სიფრთხილეა, ჩემმა ბევრმა მეგობარმა სწორედ ამ ტერაქტების გამო თავი შეიკავა ქვეყნიდან გასვლაზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე