"თუ ის შეცდომები, რაც უკრინაში არჩევნების პერიოდში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში", - ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პერზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების არასამართლიანად ჩატარება დიდი საჩუქარი იქნება კრემლისთვის, ამიტომ საარჩევნო უბანზე თითოეული ამომრჩევლის მისვლა მნიშვნელოვანია.
ოპოზოციური პარტიების ბლოკებად გაერთიანება, ქართველი ამომრჩევლის განწყობა, პრორუსული პარტიების არჩვნებში მონაწილეობა, საპარლამენტო არჩევნების მიმართ კრემლის ინტერესი - ეს ის საკითხებია, რაზეც პოლიტოლოგს "რეზონანსი" ესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" კოალიციის შექმნა, გარკვეულწილად, წინასწარ პროგნოზირებადი იყო და თუკი პატარა პარტიები ცალ-ცალკე იქნებიან, მათი წარმატების პერსპექტივაც ნაკლები იქნება.
სოსო ცისკასიშვილი: არსებული და ყოფილი ხელისუფლებების საარჩევნო შედეგის შესამცირებლად, ეს გაერთიანება პროგნოზირებადი იყო. როდესაც 50-ზე მეტი ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ საპარლამენტო სავარძელში რამდენიმე ადგილი დაისაკუთროს, ცხადია, თუ ისინი ცალ-ცალკე იქნებოდნენ, მათი წარმატების პერსპექტივაც ნაკლები იქნებოდა.
არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიათა შორის ასეთი დაჯგუფებების შექმნა დამთავრდა.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, კოალიციაში გაერთიანება არჩევნებზე მათ შანსს გაზრდის?
ს.ც.: ყველაფერი დამოკიდებულია იმ უნარზე, რომელიც თითოეულ სუბიექტს თუ კოალიციას უნდა გააჩნდეს, რომ გარდა დაპირებებისა, ამომრჩეველმა სრულიად მკაფიო გზავნილი მიიღოს საანდოობაზე, რომ მათი დაპირებები სწორად და გასაგებად აღქმადი იყოს.
"რ": ახალი კოალიცია საზოგადოებაში ნდობას იმსახურებს?
ს.ც.: მკაფიო და სრულიად დაუფარავი იყო იმ პროექტის არსებობა, რომელსაც "ბურჭულაძის მიჭირხვნის აუცილებლობა" ჰქვია. უკვე რამდენიმე თვეა, ეს პროექტი ამუშავდა. დღე არ გადიოდა, რომ რაიმე ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გაჟღებულიყო ჩვენს მედია სივრცეში. ცხადია, მათ დამკვეთებიც ჰყავდათ და ფანტაზიის მფლობელნიც მობილიზებულები იყვნენ.
პარალელურად მომსწრენი ვიყავით, როგორი ზეწოლა იყო რეგიონებში ბურჭულაძის პარტის აქტივისტებზე, თუ როგორი ორგანიზებული იყო თითოეულის პარტიიდან განრიდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მიზეზი უცნობი იყო. თუმცა, მას მერე, რაც უკვე "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" კიდევ სამი პარტიის თავშესაფარი გახდა, ძალიან პრიმიტიული ფორმულა გააცნეს საზოგადოებას, რომ თითქოს თავი და თავი არის პაატა ბურჭულაძის "ნაციონალურ მოძრაობასთან" სიახლოვე, რაც არაერთხელ უარყო ბურჭულაძემ, არაერთი არგუმენტი მოიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, მწირია იმ პროექტის ავტორების ფანტაზია, რომლებიც სიამოვნებით ნათლავენ ყველას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად, სასამართლოდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული.
ასეთ ვითარებაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ნაციონალურ-სადისტური მოძრაობის" წევრებისგან განასხვაოს.
"რ": საზოგადოების ნაწილი "ნაციონალური მოაძრაობის" ყოფილი წევრებს ისევ ამ პარტიასთან აკავშირებს. როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძის პარტიას მათთან გაერთიანება ამომრჩეველს ხომ არ დააკარგვინებს?
ს.ც.: ყველაფერი ამომრჩეველთა ხედვაზეა დამოკიდებული. მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბატონ პაატასთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია. იმედი მაქვს, რომ ამ თვის ბოლომდე უფრო ღრმად გავერკვევი მიმდინარე პროცესში.
ნებისმიერ მოულოდნელ ნაბიჯს აქვს როგორც პიზიტიური, ისე ნეგატიური დატვირთვა, ხოლო ამ ყველაფრის ამწონი იქნებიან არა პოლიტიკოსები, არამედ ამომრჩევლები. ეს ალბათ გათვალისწინებული ჰქონდათ მათ, ვინც გაერთიანდნენ და იგივეს გაითვალისწინებენ ისინიც, ვინც ჯერ ისევ ფიქრობს ამ კოალიციაში გაერთიანებას.
"რ": ამ ბლოკში გაერთიანების სურვილი სხვა პარტიებსაც აქვთ?
ს.ც.: მე ვფიქრობ, მსურველი უსათუოდ გამოჩნდება, მაგრამ ყველას გაერთიანების მზაობა რამდენად იქნება, ამაზე უკვე თავშეყრილმა ლიდერებმა უნდა იფიქრონ იმიტომ, რომ ერთ კოალიციაში მოხვედრილ პარტიათა რაოდენობა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მცირდება მათ პარტიებში მყოფი წამყვანი პირების პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა.
ლიდერებს გასარკვევი აქვთ - უნდათ საკუთარი გუნდი საუკეთესო წარმომადგენლებით, თუ ასეთი კოალიცია, სადაც პოლიტიკური სუბიექტების სიჭარბე კიდევ უფრო მზარდია.
"რ": ამ პროცესების ფონზე, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60% შემცირდა, თუ პირიქით, კიდევ უფრო უჭირს არჩევანის გაკეთება?
ს.ც.: ვფიქრობ, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. თუ საკუთარ ამომრჩეველს საპარლამენტო ბატალიებში ჩართული თითოეული პოლიტიკური პარტიის შესახებ სრულ ინფომაციას არ მივაწვდით, შეიძლება ეს 60% 70%-ად გადაკეთდეს. ვგულისხმობ, დაუსრულებელ კვლევებს, სადაც ვხედავთ მხოლოდ 4 ან 5 პარტიას, საკუთარი მიღწევებით. დანარჩენი 50 პარტია რას აკეთებს, კაცმა არ იცის.
როდესაც ამომრჩეველი დაინახავს, რომ მისი საუკეთესო მეგობრის, მეზობლის, ან საუცხოო პიროვნების მიერ დაფუძნებული პარტია არის 0%-იანი, მაშინ დაფიქრდებიან იმაზე, თუ ვის მისცეს საკუთარი ხმა, რომელსაც ეს ხმა შეერგება და არ გაუჩინარდება.
თუ ასეთი კვლევების დროს 6-7, მაქსიმუმ 8-9 სუბიექტი დასახლდება, ჩვენი დაბნეული ამომრჩევლებიც დაფიქრდებიან და თავს შეკავებენ 0%-ანი პარტიისთვის ხმის მიცემისგან. ამის მერე სრულიად მკიაფიო იქნება წარმატებული პერსპექტივის მქონე პარტიების მიმართ დამოკიდებულება და დიდი ალბათობით, იმ ამორჩველეთა რაოდენობაც გაიზრდება, რომელიც საღად გაიაზრებს არსებულ ვითარებას და საკუთარი არგუმენტაციის საფუძველზე, შემოხაზავს იმ პარტიას, რომელიც მისთვის უფრო სანდოა.
"რ": წინასაარჩევნოდ საკმაოდ გააქტიურებულდნენ პრორუსული ორიენტაციის პარტიები. როგორ ფიქრობთ, ამაში პირდაპირ კრემლის ხელი ურევია?
ს.ც.: ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდება რუსეთის დამოკიდებულებისგან. არაერთხელ მოგვისმენია ნატოსგან და ევროკავშირისგან, რომ ამ სისტემაბთან ჩვენი დაახლოვება დამოკიდებულია საპარლამენტო არჩვენების მშვიდ ვითარებაში ჩატარებასა და მის სრულ ლეგიტიმაციასთან.
რადიკალურად განსხვავებული სურვილები გააჩნია კრემლს, რომლისთვისაც საქართველოში აურზაური და უსამართლო არჩვენების ხილვა იქნება წარმატება. ეს არის ამ საფრთხის თავი და თავი, მაგრამ მისი არსებობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების უპასუხისმგებლობის შედეგია, რადგან უკვე წელიწადზე მეტია, რაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში გააქტიურდა რუსეთის რბილი და ხისტი ძალები.
არც ის არის საიდუმლო, რომ რუსული ფულით საქართველოში დაფუძნებულია 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია. ის, რომ რუსეთის სიყვარული ცნობიერების დამთრგუნავი თემა სწორედ საპარლამენტო არჩვნების წინა პერიოდში გახდა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, მტერს არ სძინავს და ბევრად აქტიურია, ვიდრე ჩვენ.
თუკი პრორუსულობაზე რაიმე მინიშნებები არსებოიბს, ეს შეიძლება თითიდან გამოწოვილი მიზეზით იყოს, მაგრამ როგორც კი შევამჩნევთ, რომ რაიმე იდეა არჩევნების მშვიდად და სამართლიანად ჩატარების წინააღმდეგია, აქ უკვე მეტი ყურადღების დათმობაა აუცილებელი.
თავისი სიტყვა უსათუოდ უნდა თქვას არა მხოლოდ 4-5-მა, არამედ ჩვენში არსებულმა ათასობით საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ყველა უბანზე კორცხელი მოეწყოს - სამართლიანად ჩატარებული არჩვენების მიმართ უდიერი დამოკიდებულება იყოს და უსაფუძვლო თავდასხმები განხორციელდეს ცესკოზე, ან კონკურენტებზე იმ მიზნით, რომ როგორმე ეს არჩევნები ჩაიშალოს და კრემლს ვასიამოვნოთ.
ჩვენი მოსახლეობის ნიჰილიზმი და არჩვენებზე გამუცხადებლობა კრემლის ოცნების ხელშეწყობა იქნება. ამიტომ ის, რომ ვიღაცას ეზარება ან არავინ მოსწონს და სახლში დარჩენა ურჩევნია, ეს იქნება დიდი საჩუქარი კრემლისთვის.
უმჯობესი იქნებოდა, სხვის შეცდომებზე გვესწავლა, ვიდრე საკუთარზე. თუ ის შეცდომები, რაც არჩევნების პერიოდში უკრაინაში იყო, ახლა მაინც არ გავითვალისწინეთ, არანაკლები ხიფათი გველის რუსეთისგან, ვიდრე ეს იყო 2008 წელს საქართველოში და 2013-14 წლებში უკრაინაში.
"რ": ამ მოსალოდნელი ხიფათის გათვალისწინებით, პრორუსული პარტიები უნდა მონაწილეობდნენ არჩევნებში?
ს.ც.: ჩემი აზრით, დროს ვკარგავთ, როდესაც კონსტიტუციაში არ განვმარტავთ მცნებას, რასაც სამშობლოს ღალატი ჰქვია. მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან საქმიანობის და თანამშრომლობის დაუშვებლობა მკაფიოდ აღწერილი რომ ყოფილიყო, ეს საკითხი დიდი ხნის წინ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან.
მაგრამ ამ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად უნდა აწონვა. არ შეიძლება, რომ ზოგიერთი პარტია აღქმული იყოს პარტიად. ხოლო ის პარტიები, რომლებიც ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ მონათლა პრორუსულებად, საკუთარ მისწრაფებებში უფრო მკაფიონი უნდა იყვნენ.
პრორუსულად აღქმული ზოგიერთი პარტია შეიძლება ჩვენივე ბიძგის გამო აღმოჩნდა ასეთად, რადგან მათ უკვე დიდი ხანია სრულიად უსაფუძვლოდ მიაკერეს პრორუსულობის იარლიყი.
ახლა ვისმენთ ქალბატონი ბურჯანაძის განცხადებებს უბლოკო სტატუსის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ნიჭიერი პიარ სვლა აქვს ამ პარტიას, რადგან თემა, რასაც უბლოკო საქართველო დაარქვეს, სრულად ექვემდებარება დღევანდელ წინასაარჩევნო პერიოდში ამომჩეველთა ხმების მიზიდვას. სხვაგვარად არ იქნებოდა დავიწყებული ამავე შინაარსის ტემინი ნეიტრალიტეტი, რომელიც ბურჯანაძემ ტერმინი უბლოკოთი შეცვალა.
თუ ამ ტერმინებს გავშიფრავთ, მივხვდებით, რომ მათ შორის სერიოხული განსხვავებაა, რადგან ნეტრალიტეტი ვერ იქნება იმ ქვეყეყანაში, სადაც რაიმე სახის ჯარი დგას და რუსეთის გამო ჩვენი ნეიტრალიტეტი რომ ოცნების საგანიც აღარ არის, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ, უბლოკო სტატუსის თემა წინასაარჩევნო ხმების მისაზიდად რომ არ იყოს აღქმული, რასაკვირველია, უმჯობესია თუ ის განიხილება მას მერე, რაც კარს მომდგარი არჩევნები შეფასდება, როგორც სამართლიანი და ლეგიტიმური.
"რ": "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა...
ს.ც.: სანდრა რულოვსის წარდგენის კადრები, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, რასაკვირველია, ბადებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ის არ იყოს წარუმატებელი კანდიდატი. თუმცა თვითონ ეს სპექტაკლიც ძალიან დიდი ნიჭიერებით იყო შესრულებული.
სანახაობად ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამომრჩეველზე კეთილგანწყობით მაინც ვერ იმოქმედებენ, მითუმეტეს სამეგრელოს მცხოვრებელთა საარჩევნო გემოვნებაზე. ჯერ კიდევ წინ არის ბრძოლა და შედეგებზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ქაბატონი სანდრას რამდენიმე ოპონენტის გამოსვლას მოვისმენთ და მათ ხედვასაც შევაფასებთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ როგორც ახალი ამბების თემა, ეს ყველაფერი საქართველოს გარგლებს გასცდება.