სამინისტროს გაუქმებასა და ზოგიერთი მათგანის შერწყმაზე საუბრობს, "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი. იმის დასანახად, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა მართლაც ბევრია, შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს, სადაც 7 სამინისტრო არსებობს, საქართველოში კი 18-ია.
"მე არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შვეიცარიას. გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც იპარავს ფულს იქიდან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ბოლო 20 წლის, მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა ხიდაშელმა.
იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო არ უნდა არსებობდეს და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს.
ასევე, არსებული ფორმით კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა არის გაუმართლებელი, რადგან აქ არის დუბლირებული უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ფუნქციები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დამატებით სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
"განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
უნდა შემცირდეს თუ არა სამინისტროები? - ამ კითხვით "რეზონანსმა საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქტექტორ-ურბანისტი): საქმე სამინისტროების რაოდენობაზე კი არ არის, არამედ იმაზე, თუ შიგნით სამინისტროებში რა ხდება. ერთი კაცის საქმეს რომ 10 კაცი აკეთებს, უბედურება ეს არის.
ზოგიერთი სამინისტრო უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით კოლექტიური ტიპის. თუმცა არის ისეთი სამინისტროები, რომლებიც საერთოდ შესაქმნელია. ჩვენ ვერ ვნახავთ მსოფლიოში ქვეყანას, რომ არ იყოს მშენებლობასთან საცხოვრისთან და მსგავს საკითხებთან, დღეს ეს არის ეკონომიკის სამინისტროში, რაც აბსულუტურად მიუღებელია.
ახლანდელ სამინისტროებში გაბატონებულია გადაწყვეტილების მიღების შიშის სინდრომი. ვერც ერთი დონის მოხელე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. ყველა ცდილობს გამოიცნოს მისი "პატრონის" სურვილი, ამიტომ არის რომ სამინისტროები ვერ მუშაობს.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რა თქმა უნდა, გასაუქმებელია. იმ გაჭირვების ფონზე, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, ჯობს, შემოიჭირონ სარტყელი. მართალია, ისინი 4 წელია ამას ამბობენ, მაგრამ შემოჭერის მაგივრად, პირიქით, ზრდიან ყველაფერს.
რაც უფრო აკუმულირებული იქნება ყველაფერი, მით უფრო გამოჩნდება, რა ხდება. კორუფციაც ნაკლებად დაიმალება. იქ, სადაც 120 კაცი მუშაობს, გაცილებით ძნელია კორუფციის გამოვლენა. ამაზე ორი აზრი არ არის, ამიტომ აუცილებლად გასაუქმებელია რიგი სამინისტროები.
ნატო გელაშვილი (მუსიკოსი): გააჩნია სამინისტროს და მის ფუნქციებს, თუ შესაძლებელია, რომ გაერთიანდეს, რატომაც არა. შემცირება იმას ნიშნავს, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს გაათავისუფლებენ. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგი ვარ. თორემ თუ უფუნქციო სამინისტროა და მხოლოდ ხარჯი უჯდება მთავრობას, უნდა შემცირდეს, მაგრამ მაშინ იქ დასაქმებული ადამიანები რამენაირად უნდა გადაანაწილონ, რომ უმუშევრები არ დარჩნენ.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება და შესაბამისად მოვიქცეთ. შესაძლებელია ზოგიერთი სამინისტრო გაერთიანდეს სხვასთან, ზოგიერთი კი საერთოდ გაუქმდეს.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ჩემი აზრით, რაღაცის გაერთიანება შესაძლებელია. მაგალითად, ორი სამინისტროს შეერთება, რათა რაღაცე უფრო მობილური, მოქნილი და პრაქტიკული გახდეს. თუმცა არის სამინისტროები რომელთა ფუნქციობა აუცილებელია, და რომელსაც ვერ შეეხები, მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის და მსგავსი ძირითადი სამინისტროები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე