Island nbgbc-ის ტიპის 2 საპატრულო კატერი საქართველოს საზღვაო აკვატორიას გააკონტროლებს
თაკო მათეშვილი
27.09.2016

 არასაკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანი - ასე აფასებენ სამხედრო სპეციალისტები აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის ორი, შთდფტვ-კლასის საპატრულო ხომალდის საჩუქრად გადაცემას და ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას საზღვაო ფლოტი არ გააჩნია და საზღვრის დაცვაც მოიკოჭლებს, მსგავსი შენამატი უდავოდ სასარგებლოა.

ინფორმაცია ზემოთ ხსენებული სიახლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. იგი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ იან კელისთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო.

შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს.

"აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ, 110-ფუტიან შთდფტვ-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.თემამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც. აქტიურად განიხილება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული იმ ფონზე, როცა საზღვრის დაცვის სამსახური არცთუ სახარბიელო ვითარებაშია, განსაკუთრებით - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

ბევრი მიიჩნევს, რომ 2 ერთეული დახმარებაც კი მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ხომალდები ძირითადად სანაპირო დაცვის პოლიციურ-სასაზღვრო კონტროლისთვისაა განკუთვნილი და საბრძოლო ვითარებაში რუსული ფლოტისთვის რამე სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენენ.

სამხედრო სფეროს ექსპერტებიც აცხადებენ, რომ ხომალდებით ჩვენი საზღვაო თავდაცვისუნარიანობა ამაღლდება.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ეს იმ მემორანდუმის ფარგლებში განხრციელებული დახმარებაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმდა.

 მისივე თქმით, ცნობილი არაა ეს ყველაფერი ჰუმანიტარული დახმარების სახით გადმოგვეცა, ანუ საჩუქარია, თუ შევიძინეთ, თუმცა ფიქრობს, უფრო უსასყიდლოდ, დახმარების სახით მივიღებდით იმ თანხის ფარგლებში, რომელიც საქართველოსათვის შეიარაღების შესაძენადაა გამოყოფილი.

"ეს ხომალდები იმ ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, თანამედროვეა. რაც მთავარია, ჩვენი საზღვაო პოტენციალის ხელახალი შექმნა უნდა დავიწყოთ. თავად ჟესტიც პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა შავი ზღვის აკვატორიაში ასეთი რთული სიტუაციაა", - ამბობს მაისაია.

ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად საკმარისი რაოდენობაა ორი ერთეული, იგი გვპასუხობს, რომ საკმარისი, რა თქმა უნდა, არაა, მაგრამ იმ პოტენციალის ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ სოლიდური შენამატია, განსაკუთრებით - საზღვაო აკვატორიაში.

იმავე მოსაზრებას აფიქსირებს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძეც და დასძენს, რომ მცირე რაოდენობისა და იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად ვერ აამაღლებს, საზღვრის პატრულირების ამოცანის შესასრულებლად ხომალდები დიდი შენაძენია.

"პირველ რიგში მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, რომ აგრძელებენ ჩვენი სამხედრო ძალების დახმარებას. გთსპს პფდმუთეწტ შთდფტვ ტიპის საპატრულო კატერები შედარებით თანამედროვეა, ეს ხომალდები აშშ-ის გვარდიის შეიარაღებაზეა და აამაღლებს ჩვენი სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს - გააკონტროლოს საქართველოს საზღვაო აკვადორია. საპატრულო შესაძლებლობებს გაზრდის. ვულოცავ შსს-ს სანაპირო დაცვას და წარმატებებს ვუსურვებ.

"საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, საზღვაო ფლოტის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს, რადგან სანაპირო დაცვისა და საზღვაო ფლოტის ამოცანები განსხვავდება ერთმანეთისგან.

საზღვაო ფლოტს შეუძლია სანაპირო დაცვის ფუნქციების შესრულება, პირიქით კი - არა. ანუ სანაპირო დაცვას არ შესწევს უნარი, საომარ ვითარებაში უზრუნველყოს საზღვაო თავდაცვითი ოპერაციების განხორციელება", - აცხადებს სალუქვაძე.

ამ ყველაფერში კი, მისი თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარე. ის, რომ აშშ ჩვენ მხარდაჭერას აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×