არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და ძალადობრივი ინცინდენტების რაოდენობამ იმატა. ორი დღის წინ კი გორში, ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სროლაც მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ინცინდენტი მოხდა, 1-ელ ოქტომბერსაც. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. "ქართული ოცნების" ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ.
შემთხვევა მოხდა რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერში დებატების დროსაც, სადაც არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს, ლაშა დვალიშვილს (პაატა ბურჭულაძის პარტიიდან) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოულოდნელად რადიოს ოფისში დაუდგენელი პირები შევარდნენ და პირდაპირი ეთერის ჩაშლა სცადეს.
საქართველოსთვის დამახასიათებელი ძალადობრივი არჩევნების კონტექსტში, რამდენად უსაფრთხოა 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლია მუხაშავრია (უფლებათადამცველი): 4 წლის წინ ჩვენ ისეთი ამბები გამოვაირეთ, რომ ახლანდელი მდგომარეობა, მესმის, რომ სრულიად უსაფრთხო არ არის და ვისურვებდი, რომ მშვიდობიანი გარემო გვქოდნოდა, მაგრამ იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, უკეთესი საარჩევნო გარემოა. თუმცა მთლად კარგი და მისაღები არ არის. მე ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს, ის არის, რომ გამოძიება და პროკურატურა არ არის თავის ადგილზე. ეს არის საშიში.
მუდმივად იქნება უკანონობის და უსაფრთხოების პრობლემა, თუკი გამოძიება თავის საქმეს არ გააკეთებს, დამნაშავეეებს არ გამავლენს და არ დასჯის.
დათო ოქიტაშვილი (პროდიუსერი): მე ვფიქრობ, რომ გარემო უსაფრთხოა და სპეციალურად ხდება მსგავსი ინცინდენტები. ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო გარემოს დაძაბვას ცდილობენ, მკაცრად დაისჯებიან. ამერიკის ელჩამაც აღიარა, რომ ნეტა ასეთი საარჩევნო გარემო ჩვენთანაც იყოს, როგრიც საქართველოშიაო. არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ გამოუვა.
იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაიღალა და 8 ოქტომბერს დაამთავრებს ამ ძალადობასაც, იმ ხალხსაც, ვინც ამას ცდილობს. მე მაინც მგონია, რომ არჩვნები მშვიდად, ყველანაირი ინცინდენტების გარეშე ჩაივლის.
ია ანთაძე (მედია ექსპერტი): მოვლენები, რომლებიც ლახავს საარჩევნო გარემოს, ზოჯერ სისტემური ხასიათისაა და ზოგერ წერტილოვანი. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩვენ გადაცემაში "59 წამი" მოგვყავს სტუმრები, პოლიტიკოსები, რომლებსაც ვეკითხებით - როგორი საარჩევნო გარემოა მათთვის.
ეს საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, ვიდრე იაქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა რაც უფრო არჩვნებისკენ ახლოს მივდივართ, იმდენად სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რთულია ვისაუბროთ, მშვიდ და კარგ საარჩევნო გარემოზე. ის ერთი კვირა, რომელიც დარჩა, ძალიან კარგად გამოავლენს სინამდვილეში როგორი საარჩევნო გარემოა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმდენად ხშირად ითქვა წყანრი და მშვიდი გარემოაო, რომ რომელიღაც ძალის ინტერესებში ეს არ შედიოდა და ახლა ხელოვნურად ხდება მსგავსი ინცინდენტები. თუნცად გვარამიას დღევანდელი ბრიფინგი, რაღაც გაურკვეველ ჩავაწრეებზე, მისი მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებარი მოქმედება, რომ ამას მოჰყვეს აჟიოტაჟი.
ასევე, ოქრუაშვილის შემთხვევა, მე არ ვიცი, ვის შეიძლება ჰქონდეს მსგავსი დამოკიდებულება, რომ ესროლოს, მაგრამ ვფოქრობ, ხელოვნურად ხდება და უნდათ, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაამსგავსონ.
სერგო ვარდოსანიზე (ისტორიკოსი): მე მიმაჩნია, რომ უსაფრთხო გარემოა, მაგრამ კონკრეტული ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებაა საჭირო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე