რეზონანსი
05.10.2016

 გუშინ კოლმეურნეობის მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის - თარგამაძეც, თუმცა შედარებით მსუბუქად. ორი დაზარალებული - ქალი და მამაკაცი - მძიმე მდგომარეობაში არიან. განსაკუთრებით მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა. გამოძიება წესიერად დაწყებული არ იყო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ტერაქტში უმალ ერთმანეთი დაადანაშაულეს. გიგა ბოკერიამ შემთხვევის ადგილზევე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას პირადად ივანიშვილს აკისრებს: "ივანიშვილი და მისი გუნდი ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია."

 "უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორის - "თავისუფალი ზონის" მხრიდან, რომ იქნება დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ა.შ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე," - განაცხადა ეკა ბესელიამ, ირიბად მიანიშნა რა გუშინდელ ტერაქტში დესტაბილიზაციის იმ სცენარის ალბათობაზე, რაზეც ბოლო დღეები "ოცნება" გამალებით საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×