რეზონანსი
07.10.2016

 მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი ღიად თუ ფარულად მხარდაჭერის გამოხატვა მედიის საქმე არ არის.

თუმცა მთელ მსოფლიოში ცივილიზებულ სამყაროსთან ავტორიტარიზმის მზარდი დაპირისპირების ფონზე, რომელშიც შეიძლება ჩათრეული იქნას ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც საქართველის ოკუპაციის გაგრძელებისა და მისი გაფართოების საშიშროებიდან გამომდინარე, გვინდა ჩვენს ერთგულ მკითხველებსა და საერთოდ ყველა ამომრჩეველს გავუზიაროთ ის პრინციპები, რომლითაც, ჩვენი აზრით, ახალი პარლამენტის არჩევისას უნდა ვიხელმძღვანელოთ.

შაბათს, ხმის მიცემის წინ, პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს:

პარტია ან მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის შემოხაზვასაც ვაპირებ

- გამოირჩეოდა თუ არა წინაასარჩევნო პერიოდში ქსენოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებებით, აღვივებდა თუ არა რელიგიურ, ეროვნებათაშორის შეუწყნარებლობას, ილაშქრებდა თუ არა უმცირესობების წინააღმდეგ?

- ცდილობდა თუ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნების დისკრედიტაციას, მათი მტრებად წარმოჩენას, ფსევდოპატრიოტული რიტორიკით მათგან მტრის ხატის შექმნას?

- გვევლინებოდა თუ არა ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკის გამავრცელებლად, მათი მსოფლმხედველობის პროპაგანდისტად?

- და, იყო თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის, პოლიტიკური ტერორის, მედიისა და სიტყვის თავისუფლების დევნის შემოქმედი ან მისი გამმართლებელი?

თუნდაც ერთ-ერთ ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ გადახედოთ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების ვრცელ სიას და მხარი დაუჭიროთ თქვენ მსოფლმხედველობასთან ახლოს მყოფ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს უპირობოდ აკმაყოფილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×