იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, "გირჩის" წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავს. ამის შესახებ გუშინ პრესკონფერენციაზე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას ლეგალიზაცია? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმათა.
ლევან ალაფიშვილი (იურისტი): ჩემი აზრით, "გირჩმა" ეპატაჟური განცხადება გააკეთა და საზოგადოების კონკრეტულ ნაწილზე გააკეთა აქცენტი. ეს საკითხი რომ ჩვენი ხელისუფლების გადასაწყვეტია და დღის წესრიგში დგას, ამაზე ახალი "გირჩს" არაფერი უთქვამს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს თემა მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს.
ვფიქრობ, ამ დისკუსიაში და მსჯელობაში საზოგადოების ყველა წევრი უნდა ჩაერთოს და საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა მოხდეს. ამ თემით ასე მანიპულირება სწორი არ მგონია, რადგანაც მარიხუანის ლეგალიზაციამდე ძალიან ბევრი ნიუანსის განხილვა უნდა მოხდეს. როგორ მოხდება მისი სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში გაკონტროლება და ა.შ..
დათო ფორჩხიძე (მუსიკოსი): ჩემი აზრით, საქართველოში ამ საკითხის ერთხელ და სამუამოდ გადაწყვეტა უნდა მოხდეს. მომხრე ვარ, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია დაუშვან, რადგანაც იგივე სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში მოზარდები თავს უფრო საშინელი და ჯამრთელებისთვის დამაზიანებელი პრეპარატებით იწამლავენ. სჯობს, რომ მარიხუანა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, რაგდანაც ვისაც უნდა ამას ისედაც აკეთებს და ბალახი უფრო უსაფთხოა, ვიდრე ათასი წამალი და უბედურება.
გია მუღულია (პედაგოგი და მწერალი): სანამ კანონმდებელი გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ძალიან ბევრი ნიუანსი და რისკების შეფასება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მე პირადად ლეგალიზაცია მაინც და მაინც სწორად არ მიმაჩნია, დეკრიმინალიზაციის ფორმებზე კიდევ შეიძლება ვიფიქროთ. ლეგალიზაცია გაადვილებას და ხელმისაწვდომობას ნიშნავს, ამიტომაც ახალგაზრდა თაობისთვის ნარკოტიკთან ხელმისაწვდომობის ასეთი გაადვილება, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
გიგი თევზაძე (ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი): ყველა ევროპულ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებულია, ამიტომაც საქართველოშიც ასე უნდა იყოს. მარიხუანის მოხმარების აკრძალვას, როგორც ვხედავთ, ძალიან ბევრი სახელმწიფოს წარნმომადგენელი სათავისოდ იყენებს. ის ერთგვარი ბერკეტია სამართალდამცავების ხელში. გვინახავს, რომ ამის გამო არა ერთი ადამიანი დაუშინებიათ. რაც შეეხება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში მის კონტროლს, როგორც სიგარეტს და ალკოჰოლს ვაკონტროლებთ, მისი კონტროლიც ასე უნდა მოხდეს. ახლაც ძალიან ბევრი არასრულწლოვანია, რომლიც მარიხუანაზე მძიმე ნივთირებებს მოიხმარს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე