რეზონანსი
22.11.2016

 სათაურში გამოტანილი ფრაზის მნიშვნელობაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია გაიაროთ თბილისის ქუჩებში და ყურადღება მიაქციოთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არსებულ საკრედიტო ორგანიზაციებს.

თუ ბიზნესის კანონებში ოდნავ მაინც გარკვეული ხართ, ადვილად მიხვდებით საზოგადოების მხრიდან თუ რა დიდი მოთხოვნაა აღნიშნულ მომსახურებაზე. მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილული ნაწილია. სწრაფი ინტერნეტ სესხები ძალიან მალე დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ოჯახის ბიუჯეტი ყოველთვის ვერ წვდება ჩვენს გაზრდილ მოთხოვნილებებს და გამოსავლის ძიებაში მივდივართ სწრაფი სესხის აღების გადაწყვეტილებამდე, რადგან ის სესხის ყველაზე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ტიპია.

მთავარია უპასუხისმგებლოდ არ მივუდგეთ სესხის აღებას. ბევრი ვერც აცნობიერებს თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს მათ მომავალზე სესხისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ.

როგორც ბიზნესის ყველა სხვა სფეროში ხდება, არის ერთი ნოვაციურად მოაზროვნე ადამიანი ან კომპანია, რომელიც ხედავს ბიზნესში ახალი ტიპის მომსახურების დანერგვის საჭიროებას და შემდეგ ყველა დანარჩენი აიტაცებს იდეას და ზვავივით ვითარდება და მრავლდება მსგავსი კომპანიები.

vivus.ge  შეეცდება ანალიზი გაუკეთოს აღნიშნულ მოვლენას საქართველოში და ჩამოვთვლით მის გამომწვევ ძირითად მიზეზებს:

1. საზოგადოების დიდი ნაწილის დაბალი შემოსავლები. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა განიცდის შემოსავლების ნაკლებობას. მათი ყოველთვიური შემოსავალი ხშირად ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი. შესაბამისად თვიდან თვემდე და ხელფასიდან ხელფასამდე უწევთ ფულის სესხება. საზოგადოების ამ კატეგორიისთვის ასეთი ტიპის sesxi მართლაც გამოსავალია, რადგან მათ ბანკებში, როგორც წესი უარს ეუბნებიან სესხზე დაბალი შემოსავლების გამო. ამ პირველ მიზეზს თავის მხრივ აქვს გამომწვევი ფაქტორები, თუმცა ეს ამ სტატიის თემა არ არის.

2. დაუცველი სოციალური ფენების არსებობა. მაგ.: პენსიონერები, მათი პენსია მხოლოდ პურზე და წყალზე თუ არის საკმარისი. როდესაც ადამიანი სიბერეში ვერ უზრუნველყოფს თავის შენახვას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშავა, მაშინ ბუნებრივია ოჯახის სხვა წევრებს უწევთ მათზე ფინანსური ზრუნვა და შესაბამისად ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მოძიება. ამ ყველაფრის საფუძველი კი ქვეყანაში გაუმართავი საპენსიო სისტემაა. თუ გიმოგზაურიათ დასავლეთის პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში, თვალში მოგხვდებოდათ ხანდაზმული წყვილების სიმრავლე. მათი საპენსიო ფონდი, რომელიც ძირითადად თვითონვე შექმნეს, უზრუნველყოფს მათ ცხოვრებას.

3. სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ახალი ნივთების შეძენის უფრო ხშირი საჭიროება და შემდგომ მათი შეცვლა უფრო ახალი მოდელებით. ყველაფერი ეს კი ცხადია ზედმეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხანდახან ისე ვაკეთებთ შენაძენს, რომ არც კი ვუფიქრდებით გვჭირდება თუ არა მობილურის უახლესი მოდელი (თუკი ძველიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ და თქვენთვის აუცილებელ ფუნქციებს), სუპერ-მძლავრი კომპიუტერი (როდესაც თქვენი მიზნებისთის გაცილებით დაბალი სიმძლავრეც საკმარისია), ახალი მანქანა და ა.შ.

4. განათლების მიღების გაძვირება. ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ფასები კერძო სკოლებსა, თუ უნივერსიტეტებში და დასავლეთის ფასებს მიუახლოვდა, თუმცა ჩვენი შემოსავლები ჯერ კიდევ შორსაა მათი შემოსავლებისგან.

5. საქართველოში არსებული შეხედულება: „თუ იმას აქვს, მეც უნდა მქონდეს". რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც რაღაცის ყიდვაზე სულაც არ ფიქრობდით და მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეთ ყიდვა, რომ თვენმა მეგობარმა (მეზობელმა, ნათესავმა) შეიძინა.

6. რეკლამის მომრავლება. თანდათან სულ უფრო მეტი საეთერო დრო ეთმობა რეკლამას, სხვადასხვა სახის ონლაინ რეკლამები, ფლაერები; და ცხადია რეკლამაც მუშაობს და გვიბიძგებს გავიქცეთ მაღაზიაში და გაუთვალისწინებელი ხარჯი გავწიოთ.

და ამ ყველაფრისთვის სად ვიშოვოთ ფული ხელფასამდე ან სხვა შემოსავლამდე? პასუხს ალბათ თქვენ თვითონაც კარგად მიხვდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×