პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
დებულებას მხარი 96 ხმით დაუჭირეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, პირველ სხდომას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამართავს. კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის სამი წლის წინ შეიქმნა. ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა უარი განუცხადა პრეზიდენტის შეთავაზებას თანათავჯდომარეობასთან დაკავშრირებით, რის შემდეგაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი და არც უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი არ იქნებიან ჩართულები.
კომისია 60 წევრისგან დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმოდგენლები, ასევე, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები შევლენ.
გამართლებულია თუ არა პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ამას არავითარი აზრი არ აქვს. ის სრულიად იგნორირებულია ქვეყანაში. შეზღუდულია მისი ფუნქციები, თავად პრეზიდენტიც დიდი აქტივობით ვერ გამოირჩევა, ძალიან მძიმედ აქვს საქმე და ახლა არავითარი აზრი არ აქვს, ბოკოტზე წავა თუ არა. ის ორი ადგილიც კი, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენლებისთვის გამოყვეს, სამარცხვინო და დამცინავია.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ჩემი აზრით, მისი ბოიკოტი არ არის გამართლებული. იმიტომ, რომ თუ ქვეყნის სახელით დადის შეხვედრებზე და ღებულობს უმაღლესი რანგის სტუმრებს, ე.ი. თავს გრძნობს ერთ-ერთ პირველ პირად და თუ ქვეყნის კონსტიტუციის მიღებაზეა საუბარი, მაშინ ქვეყნის პირველმა პირმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): მე ვერ გავერკვიე პრეზიდენტის პოზიციაში. იმიტომ, რომ მას იურიდიულად არანაირი შეხება არ აქვს ამ თემასთან. საკანონმდებლო ნიციატივის უფლებაც კი არ აქვს, ანუ მისი მონაწილეობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური. მას გადაწვეტილების მიღება არ შეუძლია და ის კომისიაში იქნება თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს. ვერ ვხვდები, ამით რა შეიცვლება? პიარის თვალსაზირისით ალბათ რამის მომტანი იყო მისთვის, თორემ, მისი ცართულობა საქმისთვის არაფრის მომტანია.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იყოს. ბოიკოტი ასეთ უმაღლეს პირებს შორის დაუშვებელია და ქვეყანაში გარკვეულ გაუგებრობას გამოიწვევს. რაღაც შეხების წერტილი უნდა ნახონ და შეძლონ ერთად მუშოაობა. ვფიქრობ, რაიმე ალტერნატიული შეთავაზება უნდა გაკეთდეს და საბოლოოდ, მათ შორის შეთანხმება შედგეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე