გვანცა ღვედაშვილი
16.01.2017

 აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ არაერთი ქართული ისტორიული ძეგლი განადგურდა, ძირითადად ეკლესიები. ადგილზე ჩატარებული "რესტავრაციების" დროს ეკლესიებში ნადგურდება უძველესი ქართული წარწერები და ფრესკები. ამასთან, იმდენად იცვლება ეკლესიების სტილი, "აღდგენითი სამუშაოების" შემდეგ იმის მიხვედრა, რომ ეკლესია ქართული იყო, თითქმის შეუძლებელია.

უფრო კონკრეტულად, რომელი ეკლესიები დაზიანდა, სად რა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი დამახინჯდა და გაქრა, ამის შესახებ "მთელ კვირასთან" კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსმა და ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ ისუაბრა.

მისი თქმით, აფხაზეთის მიერ ავტონომიის თვითგამოცხადების შემდეგ ტერიტრიარაზე უკანონო მართლმადიდებელი, დამოუკიდებელი ეკლესია ჩამოყალიბდა, რომელმაც ასევე უკანონოდ დაიწყო ეკლესიების "რესტავრირება".

"პირველი შემთხვევა იყო ილორში, რომელიც წმ. გიორგის სახელობის მეთერთმეტე საუკუნის ეკლესიაა და ოჩამჩირესთან მდებარეობს. ეკლესიაში ინახებოდა სასწაულმოქმედი ხატი და ზოგაგდად მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

"ილორის ეკლესია შესწავლილი იყო და ვიცოდით, რომ აღმოსავლეთ კედელზე ჰქონდა 5 ასომთავრული და ერთი მხედრული წარწერა, რომელიც დღეს აღარ არსებობს, რადგან ვითომდა რესტავრაციის გამო მთლიანად შეათეთრეს კედელი, რამაც წარწერების მოსპობა გამოიწვია.

"კედლები შეიღება სხვადასხვა ფრად, რის გამოც დღეს ქართულ ეკლესიას საერთოდ აღარ ჰგავს. ამასთან, ტაძარი იყო ერთთავიანი ბაზილიკა, რომელსაც ზემოდან დაადგეს ცრუ გუმბათი, რითიც ის პრაქტიკულად რუსულ ტაძარს დაამსგავსეს.

"შემდეგი იყო ბედიის მონასტერი, რომელიც ყ საუკუნის მიწურულს ბაგრატ მესამის მიერ იყო აშენებული. ტაძარს პირველი რესტავრაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაუტარდა, რადგან გუმბათი ჰქონდა დაზიანებული. აღსანიშნავია, რომ მაშინ რესტავრაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ტაძარში იყო ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა, მის გვერდით მოგვიანებით დახატული დადიანების პორტრეტები იყო, რომელთა შორისაც ოთხსტრიქონიანი დიდი ასომთავრული წარწერა იყო. არ ვიცი რა ჩაატარეს, მაგრამ ამ ვითომ რესტავრაციის შედეგად აღარ არსებობს ბაგრატ მესამის ფრესკა, რადგან მთალიანად ჩამოშლილია. მასთან ერთად კი დღეს, მონატერში აღარც დადიანების პორტრეტებია და აღარც ასომთავრული წარწერები.

"ამის შემდეგ იყო, დრანდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებით მეექვსე ან მერვე საუკუნეშია აგებული. ბოლო ხანებში დაარსებულმა რუსულმა მონასტერმა თვითნებურად მოთხარა ეზო და გაანადგურეს ეკლესიის გარშემო არსებული არქეოლოგია.

"ამასთან, დრანდის ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილში იყო ემბაზი, ანუ ჯვრის ფორმის აუზი, რომელშიც ხდებოდა ნათლობა. შემორჩენილი იყო ემბაზის ნაწილი, რომელიც ვითომ რესტავრაციის გამო ზემოდან დააბეტონეს და რკინის მსგავსი კონსტრუქცია დააშენეს, ანუ ფაქტობრივად გაანადგურეს თავდავპირველი ემბაზი.

"უკანონო აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა სიმონ კანანელის სახელობის ეკლესიაში ათონში, რომელიც მე-8, მე-9 საუკუნის ეკლესიაა და რომელსაც გუმბათი დაადგეს და ეკლესია პრაქტიკულად გადაკეთდა.

"სხვათა შორის, ახლახან დაიწყეს ამ ეკლესიაში თხრა, სადაც აღმოჩნდა ქვევრები და სხვადასხვა საემურნეო დანიშნულების ჭურჭელი, თუმცა რაღა თქმა უნდა, ესეც უკანონო არქეოლოგიური გათხრებია, რომლის შედეგადაც გარკვეული ინფორმაცია ალბათ გაქრებოდა.

"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს გარკვეული არქეულოგიური გათხრები, თუმცა, საქმე ის არის, რომ თუ საქართველოს კულტურის სამინისტრო არ გასცემს შესაბამის ნებართვას, ეს ყველაფერი უკანონოდ ითვლება.

"აღსანიშანვია აგრეთვე ისიც, რომ ანაკოფიის ეკლესიაში მეცხრამეტე საუკუნეში ბერებს შეგროვებული ჰქონდათ არქიტექტრული დეტალები, რომლითაც საკურთხევლის დიდი კედელი იყო აშენებული. რომელიც პნევმატური ჩაქუჩებით დაანგრიეს იმ მიზნით, რომ შემდგომ ეს ნივთები მუზეუმში გადაეტანათ. ერთი მხრივ, სურვილი, რომ ღია ციდან მოაცილო ისტორიული ნიმუში და გადახურულ სივრცეში შეიტანო, კარგია, მაგრამ გააჩნია ამას როგორ აკეთებ. თან მუზეუმში რომ გადაგაქვს, უკეთესი პირობები უნდა გქონდეს.

"სულ ახლახან მოხდა ინციდენტი წებელდაში, 2011 წელს დე ფაქტო ხელსუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდას მიმდებარე ტერიტორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. რის გამოც სანამ აღნიშნულ მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიას დაანგრევდნენ მანამდეც რთული ვითარება იყო ტერიტორიაზე, რადგან სროლების შედეგად იქვე არსებულ სოფლებში მოსახლეობას კედლები ენგრეოდა მძიმე ტექნიკიდან სროლის შედეგად და ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია იყო ადგილობრივებში.

"ამის შემდეგ პოლიგონის გაკეთების მიზნით, ტერიტორიაზე ბულდოზერით შევიდნენ და მოთხარეს ძველი ეკლესია, რომელიც მე-8, მე-9 საუკუნეების იყო. ასევე იქვე იყო ნასახლარიც.

"საქმე იმაშია, რომ ხაჯიმბას ხელმოწერი არის გამოსული დოკუმენტი სადაც ჩამოწერილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელშიც აღნიშნული ეკლესიაც შედიოდა. ანუ, იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ეს ეკლესია, დაანგრიეს. თუმცა, ჩვენ ისიც ვიცოდით რეალურად ვინ არის ამ პოლიგონის ხელმძღვანელი და ამ სამუშაოებს რუსი სამხედროები მართავდნენ.

"საქმე ის არის რომ მე-19 საუკუნეში რუსულ სამხედროებში პოლონური ნაწილი იყო, რომელიც შემდეგ დასახლდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და რომლებიც სწორედ ამ ეკლესიის ტერიტორიაზე იკრძალებოდნენ.

"საბოლოოდ, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ისე დაინგრა ყველაფერი, რომ მთელ პოლიგონზე ეკლესიის ნანგრევებთან ერთად ამ პოლონელი მიცვალებულების ძვლებიც მთლიანად მიმობნეულია.

"ეს არის ძირითადი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, რომელიც ოკუპაციის დროს განადგურდა, თორემ ამის გარდა უკანონო სამუშაოები მიდის ლიხნეში, მოგვში და ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა", - ამბობს გიორგი გაგოშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×