საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო მიმართვა რუსეთის ფედერაციას
გვანცა ღვედაშვილი
16.01.2017

 საპატრიარქოს თხოვნა, რომ ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ისტორიული ძეგლების დასაცავად რაიმე გზა გამოძებნოს, მთავრობისთვის შეუსრულებელი მისაა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, ის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდოს, იხმარონ ყველა ღონე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობები დაცული იყოს. ამ შემთხვევაში კი პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის ტერიტორიაზე ისე ვერ შევლენ, თუ მის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ რომ 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურება მოხდა. ასევე ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდას ციხის კომპლექსში შემავალი ქ|||-|ყ საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი მართლაც იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, რომ ამ უკანასკნელმა გამოძებნოს გზა, რათა განხორციელდეს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ისტორიული ძეგლების დაცვა.

მომხდარს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება შეგნებულად განხორციელებული ვანდალური აქტია.

კულტურისა და ძეგლთა დასცის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მათ შესვლის უფლება არ აქვთ. ამასთან, სამინისტრო აცხდაებს, რომ მსგავსი ისტორიული ძეგლების დაზიანება პირველი არ არის.

"ერთადრთი მექანიზმი, რაც საქართველოს გააჩნია, ის არის, რომ მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას, რასაც ყოველ ჯერზე აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"მოგეხსენებათ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და აქამდეც ყოფილა ვანდალიზმის შემთხვევები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ სხვა ბერკეტი, გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართვისა, არ გაგვაჩნია, რადგან ტერიტორია ოკუპირებულია და ტერიტორიაზე შესვლა და რაიმეს გაკეთება შეუძლებელია", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

აღნიშნულ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიების ნგრევის შეწყვიტისკენ მოუწოდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ იუნესკო-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს.

"სამინისტრო მოუწოდებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×