რეზონანსი
18.01.2017

 იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსთან ერთად დაკავებულმა დეტექტივ- გამომძიებელმა ზურაბ ჭელიძემ ქრთამის აღების ფაქტი აღიარა და თავი დამნაშავედ სცნო.

ჭელიძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ბრალდებულმა პოზიცია კვლავ შეიცვალოს.

გიორგი კაჭარავა და ზურაბ ჭელიძე 2016 წლის სექტემბერში დააკავეს. კაჭარავას ბრალად ქრთამის აღება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. აქამდე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ბრალს არ აღიარებდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×