რეზონანსი
19.01.2017

 გერმანიაში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ქართველი მამაკაცები 26-დან 38 წლამდე ასაკის არიან. პოლიციის ცნობით ისინი გერმანიაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ. 

„Tag 24“-ის ინფორმაციით სპეცოპერაცია დრეზდენსა და მის შემოგარენში დილის 6 საათზე დაიწყო და მასში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა, რომლებმაც  35 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. 

გამოძიების ინფორმაციით ქართველები ძირითადად სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქციასა და პარფიუმერიას იპარავდნენ და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ. ასევე ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა. 

გერმანული მედიის ინფორმაციით დაკავებულები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. სასამართლო პროცესი 20 იანვარს არის დანიშნული. დაკავებულები არიან ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეებიც. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×