რეზონანსი
19.01.2017

 მექსიკაში, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ კერძო ამერიკულ სკოლაში მოსწავლემ სამი თანაკლასელი და მასწავლებელი მოკლა, შემდეგ კი თავიც მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

არიან დაჭრილებიც, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცველების თქმით, სკოლაში ცეცხლი 15 წლის მოზარდმა გახსნა. პოლიცია ჯერჯერობით დანაშაულის მოტივს ვერ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მოზარდს ძლიერი დეპრესია ჰქონდა.

ცნობილია, რომ მოსწავლემ იარაღი სახლიდან მოიტანა. როგორც წესი, მექსიკაში სკოლაში შესვლისას ყველა ბავშვის წიგნს ამოწმებენ, თუმცა ზოგი კერძო სკოლა ამ წესს არ იყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×