რეზონანსი
19.01.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „გაზპრომთან" მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მან საზოგადოებას რეზოლუცია გააცნო, რომლითაც ოპოზიციური პარტია მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას, ან უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმებას ითხოვს.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის დამაზარალებელი და წამგებიანია.

„საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. ჩვენ წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს ვკარგავთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმება საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის მიერ მართულ კომპანიასთან, მსგავსი მაღალი რისკების შემცველი შეთანხმების გაფორმება დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×