რეზონანსი
19.01.2017

 ახალგორში „ქართული აგრესიის მსხვერპლთა" მონუმენტი დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „osinform.ru" ავრცელებს. ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი ბოსიკოვის თქმით, მსგავსი ძეგლი რაიონში აუცილებლად უნდა დაედგათ, რადგან ქართული 20- წლიანი აგრესია ყველაზე მეტად ამ რაიონზე აისახა.

მონუმენტი ალანელ და ოს მებრძოლებს ასახავს.მემორიალი ოსი მხატვრის, ფელიქს ბეგაევის პროექტის მიხედვით არის შექმნილი.

პროექტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივითა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისმა ახალგორის რაიონი რუსული ოკუპაციის შედეგად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. ამჟამად, ახალგორის მოსახლეობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური საშვებით გადაადგილდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×