რეზონანსი
19.01.2017

 სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადასცეს. საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში აშენდა.

მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო.

ამავე პროგრამით, მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აღადგინეს. ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, აჭარის მთავრობამ კომპენსაციები გასცა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×