გარემოს ეროვნული სააგენტო 19-22 იანვარს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 20 იანვარს დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით.
ტემპერატურა +1, +4 გრადუსი იქნება, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 8-13 მ/წმ-ში.
მაღალმთიანი რაიონების და ზამთრის კურორტების გარდა, სინოპტიკოსები ასევე თოვლს ვარაუდობენ რუსთავში,თიანეთში, ცხინვალში,ჭიათურაში, ახალციხესა და თელავში.
19 იანვარს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1948 წელს, +15, ხოლო მინიმალური, 1883 წელს, -18 გრადუსი დაფიქსირდა.