რეზონანსი
20.01.2017

 შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. - ფოთში და ასევე 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავეს.

მიმდინარე წლის 3 იანვარს, ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის" ბუღალტერს და 148 546 ლარი, ასევე ბუღალტერის პირადი თანხა და ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 700 ლარი და ცივი იარაღი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია 37 300 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×