დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უკვე ჩავიდა და რამდენიმე ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივიდა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შემდეგ „ლინკოლნის ცენტრის" წინ გამართულ აქცია-კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ხალხის წინაშე „the rolling stones"-ის სიმღერის ფონზე, მომავალ პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად წარდგა.
ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა შეკრებილებს ლოზუნგით, „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება", მიმართა. ტრამპმა ამომრჩეველს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ამერიკის გაძლიერების პირობა დადო.
„ეს მოგზაურობა 18 წლის წინ დაიწყო და თქვენ მასში ჩემზე მეტი წვლილი შეიტანეთ, ყველანი დაღლილები ვიყავით იმით, რაც აქ ხდებოდა. გვინდოდა რეალური ცვლილება. ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით. პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაძლიეროთ არმია, განვამტკიცოთ საზღვრები. გავაკეთებ იმას, რაც ათწლეულების განავლობაში არავის გაუკეთებია"-განაცხადა ტრამპმა.