რეზონანსი
20.01.2017

 რამდენიმე საათში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს, რომელიც ტრადიციულად 35 სიტყვისგან შედგება. ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ტრამპს კონგრესში, ლანჩზე უმასპინძლებენ.მანამ მოეწყობა პრეზიდენტის მსვლელობა და საზეიმო აღლუმი.

დონალდ ტრამპის მომხრეების გარდა, ვაშინგტონში მისი ოპონენტებიც იკრიბებიან. ახალი პრეზიდენტით უკმაყოფილოები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. უკვე ცობილია, რომ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა დემოკრატიული პარტიის 55-მა კონგრესმენმა. ისინი ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილ აქციას შუერთდებიან.

ღონისძიებების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ არის დაგეგმილი,თუმცა ვაშინგტონში წვიმას ელოდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა, მეტრო კი ღამის ოთხ საათამდე იმუშავებს.

ინაუგურაციისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში 40 ორგანიზაცია და 8 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები და ვეტერანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×