რეზონანსი
20.01.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 14 საათზე დაიწყება. სპორტის სასახლე ყრილობისთვის უკვე მზადაა. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარია მოწვეული. ცერემონიის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. პარტიის რიგით მე-7 ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს, მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს.

პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება. ეს პოსტი ისევ ვაკანტური დარჩება.როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს.

დელეგატები აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს.იგეგმება სხვადასხვა თანამდებობის, სამდივნოების გაუქმება, რაც შესაძლოა შეეხოს გენერალური მდივნის პოსტსაც, რომელიც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილს უკავია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×