რეზონანსი
20.01.2017

 „NBA" -ის „ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულში მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ „TNT-ზე" გამოაცხადეს.   ქართველი გულშემატკივრის იმედი არ გამართლდა."გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

„NBA"-მ წესები შეცვალა და "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად მხოლოდ გულშემატკივართა ხმები საკმარისი აღარ იყო. გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც დაითვალეს. გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

მოთამაშეთა გამოკითხვაში ფაჩულია მე-12, მედიის გამოკითხვაში კი - მე-10 ადგილზე გავიდა. საბოლოოდ, 6,5 ბალით ის დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

სათადარიგო მოთამაშეებს მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ.შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ყველა ვარსკვლავზე" მოხვედრის შანსი.

"All Star"-ის სასტარტო ხუთეულები შემდეგია:

აღმოსავლეთ კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკუნმპო, კარი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთ კონფერენცია: სტეფან ქარი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი.

„All Star", იგივე „ყველა ვარსკვლავის" მატჩი   წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაშია, რომელშიც „NBA"-ის ყველაზე პოპულარული ათლეტები მონაწილეობენ. „NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ-ორლეანში გაიმართება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×