რეზონანსი
20.01.2017

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ კომისიის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აუცილებლად განიხილავს.

„პარლამენტი ისეთ ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნეგატიურად იქნება შეფასებული. ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა დეტალი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა"-განაცხადა კობახიძემ.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო, დადებითად აფასებს პარლამენტის პოზიციას, რომ მზად არის გაითვალისწინოს კომისიის შენიშვნები.

„მე საქართველოს მეგობარი ვარ ოც წელზე მეტია. ჩვენ ვაპირებთ ცვლილებების შეტანას საქართველოს კონსტიტუციაში. მთლიანობაში, ეს არის კარგი ტექსტი, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს.  თავზე არაფერს მოგახვევთ, ჩვენ გვსურს,რომ კონსტიტუცია გაუმჯობესდეს და სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან."

ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებსაც შეხვდება.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×