რეზონანსი
20.01.2017

 შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე დაზარალებულს ლომბარდში შეჰყვა, გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად,ცხელ კვალზე მოახდინეს. პოლიციამ, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც  სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×