რეზონანსი
20.01.2017

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე დელეგატებს სიტყვით სანდრა რულოვსმა მიმართა. ყოფილმა პირველმა ლედიმ შეკრებილ თანაპარტიელებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისინი აძლიერებენ. სანდრა რულოვსის თქმით, 20 იანვარი დიდი დღე მხოლოდ ამერიკისთვის არ არის.

 

ყოფილი პირველი ლედის თქმით, პარტიას მიხეილ სააკაშვილი აძლიერებს და სადაც უნდა იყოს, მაინც ქართველად დარჩება.

„მიშა სადაც არის, იქ ქმნის ამინდს და არის წამყვანი ძალა. გინდ თანამდებობა წაართვან, გინდ თავმჯდომარეობა, ის მაინც ქართველი რჩება. თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ".

როგორც სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სააკაშვილს წინააღმდეგობები მეტად მობილიზებულს ხდის და ბოლო პერიოდის დაპირისპირებები მის ძალას ვერ დაასუსტებს.

„მიშას იმხელა ძალა აქვს, რომ ბევრს მისი ჩრდილისაც კი ეშინია. თითოეული აშენებული  ხიდის, შენობის, ყველაფრის ეშინიათ. რაც უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, საპირისპირო შედეგს მიიღებენ. ის ყველაზე მობილიზებული მაშინ არის, როდესაც წინააღმდეგობა ხვდება"-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×