რეზონანსი
20.01.2017

 საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მიმდინარე წელს მესამე ამხანაგური მატჩი თბილისში დაგეგმა.

საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ფედერაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდება.საქართველოსა და ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება.

ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე, ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, 24 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

23 იანვარს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, 25 იანვარს კი იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ორივე ამხანაგური მატჩი დუბაიში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×