რეზონანსი
21.01.2017

 დონალდ ტრამპა ამერიკელი ხალხის წინაშე ფიცი დადო. ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრების დაცვაზე, სამუშაო ადგილების დაბრუნებაზე, ამერიკის არმიის გაძლიერებაზე, იმიგრაციის გამკაცრებაზე, განათლების და ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპმა თავისი სიტყვის დიდი ნაწილი თავად დაწერა. მისმა თანაშემწეებმა სიტყვის მხოლოდ მცირე ნაწილის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა

„ვფიცავ, შევასრულებ აშშ-ის ოფისის დავალებას, დავიცავ ქვეყნის კონსტიტუციას, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი"-განაცხადა ტრამპა ფიცის სიტყვის წარმოთქმისას, რომელიც ტრადიციულად 35 სიტყვისგან შედგებოდა.

ტრამპის მთავარი ლოზუნგი ამერიკისთვის დიდების დაბრუნებაა. „ჩვენ ქვეყნის ხელახლა აშენებას დავიწყებთ, დღეს ძალაუფლების გადაცემა არ ხდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციიდან მეორეზე, დღეს ძალაუფლება ვაშინგტონიდან თქვენზე, ხალხზე გადმოვიდა. ამერიკა მოიპოვებს გამარჯვებას, რომლის მსგავსიც ჯერ არ ჰქონია. გავაქრობთ ტერორიზმს დედამიწიდან. დასრულდა დრო, როდესაც პოლიტიკოსები მხოლოდ ლაპარაკობდნენ. ამერიკას მდიდარს, ამაყს და ძლიერს გავხდით"-განაცხადა ტრამპმა.

ფიცის დადების შემდეგ ტრამპა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ტრადიციული ცერემონიის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, უკვე პრეზიდენტის სტატუსით დაბრუნდა და პირველი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, მიგრაციისა და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მან უკვე გასცა პირველი განკარგულება, რომელიც ჯანდაცვის რეფორმას, „ობამა ქეარის" პროგრამის გაუქმებას გულისხმობს. ეს ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას 900 ათასამდე სტუმარი ესწრებოდა. ცერემონიაზე იყვნენ ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ჯორჯ ბუში- უმცროსი, ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და დონალდ ტრამპის ყოფილი კონკურეტი, ჰილარ კლინტონი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×