რეზონანსი
21.01.2017

 ავარიების უმეტესობა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ხდება. შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ცნობით, ყველაზე პრობლემურ უბნად, 76-ე კილომეტრი მიიჩნევა. ეს მონაკვეთი ქალაქ გორიდან 8 კმ-ის მანძილზე, სოფელ შავშვებთან მდებარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას, შსს-ს საინფომაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკაზე დაყრდნობით, შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ავტობანზე სულ 362 მოქალაქე დაიღუპა და აქედან 37, მხოლოდ 76-ე კილომეტრზე.

ექსპერტთა აზრით, შემთხვევევების პრევენციისთვის, აუცილებელია „შავი წერტილების" შესწავლა და სპეციალური სამოქმედო გეგმის შედგენა. მნიშვნელოვანია ასევე ინფრასტრუქტურული ცვლილებები, უსაფრთხოების სტანდარტების მაღალი დონე და მოსახლეობის ინფორმირება „შავი წერტილების" არსებობის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×