რეზონანსი
21.01.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისლამური რესპუბლიკის ქალაქ პაკაჩინარში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას და პაკისტანელ ხალხს"-ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანში, ყურამის ოლქში, ბაზრობაზე აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „Reuters" იუწყება.

პაკისტანის არმიის განცხადებით, თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანის ამ ნაწილში თალიბების მოძრაობა აქტიურობს. თუმცა, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×