მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებმა შესაძლოა შეცვალონ პოლიტიკა გლობალური დათბობის მიმართულებით და კლიმატის ცვლილებების გამოწვევები გაითვალისწინონ. თუმცა, ზღვის დონის მატება გარდაუვალია. ამის შესახებ ინფორმაციას „ტომსონ როიტერის კვლევების ცენტრი" ავრცელებს.
რამდენიმე საუკუნეში ზღვის დონემ შესაძლოა 6 მეტრით მოიმატოს. ყინულის დნობის შედეგად წყლის დიდი მასა ანტარქტიდიდან ოკეანეებში ჩაიღვარა.ბოლო ასი წლის განმავლობაში ზღვის დონემ 8 სანტიმეტრით აიწია.
პლანეტის ტემპერატურა სწრაფად იზრდება. ექსპერტებმა ზღვის ფსკერი, ნალექების რაოდენობა, ქიმიური ელემენტები შეისწავლეს. ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, ტენდენცია შემაშფოთებელია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტემპერატურის დარეგულირებას და ჩვეულ ნიშნულზე დაბრუნებას. საუკუნეები დასჭირდება
„კვლევები აჩვენებს, რომ ზღვის დონე მინიმუმ 6 მეტრით მოიმატებს, იმ დათბობის საპასუხოდ, რასაც ადამიანები ვიწვევთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და ჩვენ გვაქვს დრო, რომ გონს მოვეგოთ. თუმცა მალე ახლანდელი სანაპიროები აღარ იარსებებს. ისინი წყლით იქნება დაფარული "-განაცხადა იქსეთერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდრიუ ტომპსონმა.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა, ბოლო 3 წელია, რეკორდულად მაღალია.