რეზონანსი
22.01.2017

 უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემოღების საკითხს, ორ დღეში დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ ამ სტატუსის მატარებელი ათასობით ადამიანი გახდება, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება.

„ცვლილებები უკვე ცნობილია, პედაგოგიური უნარების გამოცდა დაბრუნდა, ორივე გამოცდაში უქმდება ბარიერი, ემატება დამატებითი აქტივობები. მთლიანობაში საქმე არ გამარტივებულა, მაგრამ მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდა პედაგოგებისთვის და ჩვენ მოველით, რომ წელს ათასობით პედაგოგი შეძლებს, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს, დაწინაურდეს და ანაზღაურებაც გაეზარდოს და პროფესიული თვალსაზრისითაც დაიხვეწოს მისი უნარები," - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×