რეზონანსი
22.01.2017

 დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღეს ვაშინგტონში და ამერიკის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ათასი ადამიანი ე.წ. „ქალების მარშში" ჩაერთო. ისინი ქალთა უფლებების დაცვაზე, რასობრივ თანასწორობაზე და ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ქალთა მსვლელობა ვაშინგტონზე" საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ფეისბუქით" დაიგეგმა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საპროტესტო მუხტს შეინარჩუნებენ და გააგრძელებენ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობისთვის ბრძოლას.

აქციას შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. სოლიდარობის ნიშნად აქციები გაიმართა ლონდონში, პარიზში, ბარსელონასა და სიდნეიში.

დონალდ ტრამს აქციის შესახებ კომენტარი ჯერ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×