რეზონანსი
22.01.2017

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში მიემგზავრება. 24 იანვარს „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", მოსამართლეთა არჩევის კენჭისყრის პროცეედურა ჩატარდება, რომელიც ფორუმის შეკრების შემთხვევაში გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან.

კა ბესელიას განცხადებით, დელეგაცია აქტიურად აპირებს ჩართვას ახალ სასესიო პერიოდში. „თუ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ კანდიდატი იქნება წარდგენილი სესიაზე და საბოლოოდ საპარლამენტო ასამბლეა ფარული კენჭისყრით ირჩევს მოსამართლეს"

ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული. ესენი არიან: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×